Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
"მათი ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა" - ბელგიის პრემიერ-მინისტრი უკრაინას უჭერს მხარს

"მათი ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა" - ბელგიის პრემიერ-მინისტრი უკრაინას უჭერს მხარს


ბელგიის პრემიერ-მინისტრი, ბარტ დე ვევერი
ბელგიის პრემიერ-მინისტრი, ბარტ დე ვევერი

ბელგიის პრემიერ მინისტრმა, ბარტ დე ვევერმა, 1 მარტს, სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინას, თეთრ სახლში, აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს მათ ისტორიულ ბრძოლაში - დაიცვან თავი რუსეთის არაპროვოცირებული აგრესიისგან. მათი ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა. ერთად ძლიერები ვართ“, - წერს ბელგიის პრემიერ-მინისტრი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

აქვე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბარტ დე ვევერს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ბარტ დე ვევერი ბელგიის ახალი პრემიერ-მინისტრია. ფლამანდიელი ნაციონალისტი, პარტია „ახალი ფლამანდიური ალიანსის“ ლიდერი, ბელგიის მთავრობას სათავეში თებერვლის დასაწყისში ჩაუდგა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG