Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
მოსკოვის ცენტრში თვითმკვლელობით დაამთავრა სიცოცხლე პოლიციის პოლკოვნიკმა

მოსკოვის ცენტრში თვითმკვლელობით დაამთავრა სიცოცხლე პოლიციის პოლკოვნიკმა


საილუსტრაციო ფოტო: რუსეთის პოლიციის პატრული ლიუბიანკის ქუჩაზე
საილუსტრაციო ფოტო: რუსეთის პოლიციის პატრული ლიუბიანკის ქუჩაზე

რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, 27 თებერვლის დილით, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის შენობაში პოლიციის პოლკოვნიკის, ევგენი გოლოვატოვის გვამი აღმოაჩინეს.

პოლიციელს სხეულზე აღენიშნება ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა. გაზეთ "კომერსანტის" და გამოცემა "ბაზის" ცნობით, 51 წლის პოლკოვნიკი დეპარტამენტში შემავალი ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა. აღნიშნული ქვედანაყოფი მსხვილ სამრეწველო საწარმოებში მომხდარ დანაშაულებს იძიებს, პასუხისმგებელია სამართალდარღვევებზე წარმოებისა და სამომხმარებლო ბაზრის სფეროებში.

"კომერსანტის" თანახმად, წინასწარი ვერსიით, გოლოვატოვმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაამთავრა. მისი სხეულის გვერდით ნაპოვნია პისტოლეტი. მიმდინარეობს გამოძიება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG