Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
უზენაესი სასამართლო 52 სამეთვალყურეო კამერას ყიდულობს

უზენაესი სასამართლო 52 სამეთვალყურეო კამერას ყიდულობს


საქართველოს უზენაესი სასამართლოს შენობა
საქართველოს უზენაესი სასამართლოს შენობა

საქართველოს უზენაესი სასამართლო 52 ახალ ვიდეო-სამეთვალყურეო კამერას ყიდულობს. ტენდერი დღეს, 20 თებერვალს, გამოცხადდა.

ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობისთვის კომპანიებს დაახლოებით 36 საათი ექნებათ, საწყისი ფასი კი 69 972 ლარია. ამ თანხაშია გათვალისწინებული მონტაჟის საფასური და ქსელის გამართვისთვის საჭირო მოწყობილობებიც.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უზენაეს სასამართლოს ახალი ვიდეო-სამეთვალყურეო კამერები ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღეში უნდა მიაწოდოს. არსებული აპარატურის დემონტაჟისთვის და ახლის დასაყენებლად კომპანიას 20-დღიანი ვადა ექნება.

რადიო თავისუფლება ცდილობს სასამართლოს პრესსამსახურთან დაკავშირებას და იმის გარკვევას, რატომ გახდა საჭირო 52 ახალი ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის შეძენა. პასუხის მიღების შემთხვევაში, ტექსტი განახლდება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG