Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
იური უშაკოვი: ჯერჯერობით არ არის შეთანხმებული პუტინისა და ტრამპის შეხვედრის თარიღი

იური უშაკოვი: ჯერჯერობით არ არის შეთანხმებული პუტინისა და ტრამპის შეხვედრის თარიღი


საილუსტრაციო ფოტო: რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი. მოსკოვი, 9 აპრილი, 2020.
საილუსტრაციო ფოტო: რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი. მოსკოვი, 9 აპრილი, 2020.

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრის კონკრეტული თარიღის დასახელება ჯერჯერობით რთულია, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა. ამის შესახებ BBC იტყობინება ტასზე დაყრდნობით.

შეხვედრა ვერ შედგება მომავალ კვირაში, საჭიროა დაძაბული მუშაობა, მოჰყავს უშაკოვის ციტატა რბკ-ს.

მან ასევე თქვა, რომ დღეს ერ-რიადში რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის „ძალზე სერიოზული საუბარი გაიმართა ყველა საკითხზე“.

უშაკოვის თქმით, ჯერჯერობით ძნელია ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის დაახლოებაზე ლაპარაკი.

როგორც სააგენტოები იტყობინებიან, საუდის არაბეთში ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის შეხვედრამ ოთხ-ნახევარ საათს გასტანა.

შეკითხვაზე, რამდენად კმაყოფილია მოლაპარაკებებით, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ თქვა, რომ მან ცუდად არ ჩაიარა და იყო ძალზე სერიოზული საუბარი ყველა საკითხზე, „რომლებსაც გვინდოდა შევხებოდით“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG