Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან აშშ-ის გასვლაზე

ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან აშშ-ის გასვლაზე


დონალდ ტრამპი აღმასრულებელ განკარგულებაზე ხელის მოწერისას თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში. 4 თებერვალი, 2025 წელი
დონალდ ტრამპი აღმასრულებელ განკარგულებაზე ხელის მოწერისას თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში. 4 თებერვალი, 2025 წელი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 4 თებერვალს ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას გაეროს სხვადასხვა უწყებიდან, მათ შორის ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოდან თავისი ქვეყნის გამოსვლის შესახებ.

განკარგულების თანახმად, ვაშინგტონი გამოდის გაეროს ამ საბჭოდან, ასევე პალესტინელთათვის დახმარების მთავარი სააგენტოდან და უნდა გადახედოს გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციაში - იუნესკოში - თავის მონაწილეობას.

ამავე დოკუმენტის თანახმად, უნდა მოხდეს აშშ-ის მიერ გაეროს დაფინანსების საკითხის ფართო განხილვა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG