აშშ-ის ქალაქ ნიუ ორლეანში პიკაპით მოწყობილი თავდასხმის შედეგად დაღუპულების რიცხვი 15-მდე გაიზარდა - იტყობინება აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო - FBI-ი.
ამავე ცნობით, დანაშაულს, როგორც ჩანს, ”ისლამისტური" ფონი აქვს. ნიუ ორლეანის სასეირნო უბანში - „French Quarter”-ში ახალი წლის ღამეს მოზეიმეებს შორის შეიჭრა პიკაპი, რომლის მძღოლმა განზრახ შეაჯახა მანქანა ვიწრო ქუჩაზე მყოფ ადამიანებს.
პოლიციის მოსვლის შემდეგ ატყდა სროლა - თავდამსხმელი ადგილზე მოკლეს - ორი პოლიციელი დაშავდა. FBI-მ თავდასხმა ტერორისტულ აქტად შეაფასა. გამომძიებლების თანახმად, ის მოაწყო აშშ-ის 42 წლის ტეხასელმა მოქალაქემ, რომელიც ადრე აშშ-ის არმიაში მსახურობდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მანქანაში ნახეს ასაფეთქებელი მასალა და ექსტრემისტული გაერთიანების “ისლამური სახელმწიფოს” დროშა.
პოლიცია ვარაუდობს, რომ დანაშაულის უკან სხვა პირებიც არიან.
FBI-ის ანტიტერორისტული განყოფილების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ არანაირი კავშირი არ არის ახალი ორლეანის თავდასხმასა და ლას ვეგასის სატვირთო მანქანის აფეთქებას შორის
1 იანვარს, ლას-ვეგასში, Trump Hotel-ის წინ ფეიერვერკებითა და საწვავით დატვირთული Tesla Cybertruck აფეთქდა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ დამნაშავემ აქტის განხორციელებამდე ინტერნეტით გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც მიუთითებს, რომ პირი “ისლამური სახელმწიფოს", გავლენის ქვეშ იყო.
FBI ოფიციალური წარმომადგენლის თანახმად, ახალ ორლეანში თავდამსხმელი მთლიანად შთაგონებულია "ისლამური სახელმწიფოს" მიერ.
ლუიზიანის შტატის გუბერნატორმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ფორუმი