Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
აზერბაიჯანელი დეპუტატი: მაღალია ალბათობა, რომ სამგზავრო თვითმფრინავი რუსეთმა ჩამოაგდო

აზერბაიჯანელი დეპუტატი: მაღალია ალბათობა, რომ სამგზავრო თვითმფრინავი რუსეთმა ჩამოაგდო


აზერბაიჯანის ავიახაზების ჩამოვარდნილი თვითმფრინავი ყაზახეთის ქალაქ აქთაუსთან. 2024 წლის 26 დეკემბერი
აზერბაიჯანის ავიახაზების ჩამოვარდნილი თვითმფრინავი ყაზახეთის ქალაქ აქთაუსთან. 2024 წლის 26 დეკემბერი

აზერბაიჯანის პარლამენტის დეპუტატმა ჰიკმათ ბაბაოღლუმ 27 დეკემბერს რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ "ძალიან მაღალია" ალბათობა და "სიმართლესთან ყველაზე ახლოსაა" ვერსია, რომ აზერბაიჯანის ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემები იყო.

ბაბაოღლუს თქმით, მართალია ეს ვერსია "მხოლოდ შესაძლებლობაა... როგორც ამ ეტაპისთვის არსებული დაკვირვების შედეგები და დასკვნები აჩვენებს, ვერსია, რომ თვითმფრინავი ჩამოაგდეს, ყველაზე ახლოსაა სიმართლესთან".

თვითმფრინავი 25 დეკემბერს ჩამოვარდა, როცა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოდან რუსეთის ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში ასრულებდა რეისს. თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა დასავლეთ ყაზახეთის ქალაქ აქთაუსთან ახლოს, ბორტზე მყოფი 67 მგზავრიდან 38 დაიღუპა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG