Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანია საქართველოში 237 მილიონი ევროს ღირებულების პროექტებს აჩერებს


გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი
გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი

გერმანია საქართველოში 237 მილიონი ევროს ღირებულების სახელმწიფო პროექტებს წყვეტს. ამის შესახებ გერმანიის ელჩი საქართველოში, პიტერ ფიშერი, ავრცელებს ინფორმაციას სოციალურ ქსელ X-ზე.

"გერმანია სინანულით აჩერებს საქართველოში 237 მილიონი ევროს ღირებულების პროექტებს. შეჩერებულია მწვანე წყალბადის, ენერგეტიკული ქსელისა და ბათუმის წყლის ინფრასტრუქტურის დაფინანსება. კვლავ მხარს ვუჭერთ სამოქალაქო საზოგადოებასა და კანონის უზენაესობას", - აცხადებს გერმანიის ელჩი.

საქართველოში საპროტესტო აქციების ახალი ეტაპი დაიწყო 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელსაც ოპოზიცია და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაყალბებულად მიიჩნევენ და ახალ არჩევნებს მოითხოვენ. პროტესტი გაძლიერდა 28 ნოემბრიდან მას შემდეგ, რაც მთავრობამ გამოაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.

„ქართული ოცნების" 28 ნოემბრის გადაწყვეტილების, საპროტესტო აქციების დარბევის და დემონსტრანტებზე ძალადობისა და მათი დაკავებების შემდეგ აშშ-ის ხელისუფლებამ ქართველ მაღალჩინოსნებს მორიგი სავიზო სანქციები დაუწესა და საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG