Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გროზნოზე დრონით შეტევა იყო, კადიროვი ოთხი „მებრძოლის“ დაჭრას ადასტურებს


ჩეჩნეთის მეთაურმა კადიროვმა 2024 წლის 29 ოქტომბერს განაცხადა, რომ უკრაინულმა დრონმა დააზიანა გუდერმესში მდებარე, პუტინის სახელობის „სპეცდანიშნულების უნივერსიტეტის“ შენობის სახურავი.
ჩეჩნეთის მეთაურმა კადიროვმა 2024 წლის 29 ოქტომბერს განაცხადა, რომ უკრაინულმა დრონმა დააზიანა გუდერმესში მდებარე, პუტინის სახელობის „სპეცდანიშნულების უნივერსიტეტის“ შენობის სახურავი.

რუსეთის ჩეჩნეთის რესპუბლიკის დედაქალაქ გროზნოზე შეტევა იყო, სულ მცირე, ერთი უპილოტო საფრენი აპარატით. ჩეჩნეთის მეთაურ რამზან კადიროვის თანახმად, თავდასხმის სამიზნე იყო მამამისის სახელობის სპეციალური პოლკი.

კადიროვის ტელეგრამ-არხზე დღეს, 12 დეკემბერს, გამთენიისას გამოქვეყნებული ინფორმაციით, „რუსეთის გმირის, ახმად კადიროვის სახელობის პოლიციის სპეციალური პოლკის" ყაზარმების თავზე უკრაინული დრონი „ჩამოაგდეს“, რის შედეგადაც „მსუბუქად დაიჭრა ყარაულის ოთხი მებრძოლი“.

კადიროვის თანახმად, დაზიანებულია ყაზარმის შენობის სახურავი და ჩამსხვრეულია ფანჯრები, დრონის ნამსხვრევებით გამოწვეული ხანძარი კი მალე ჩააქრეს. ჩეჩნეთის მმართველის მიერ აღწერილი შედეგები დამოუკიდებელი წყაროებით დადასტურებული არ არის.

კადიროვი უკრაინას დაემუქრა, რომ მხოლოდ ამ ოთხი დაჭრილის გამო ოთხას „უკრნატოელს“ გაანადგურებენ.

უკრაინას გროზნოზე დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.

დღემდე კადიროვმა ორჯერ აღიარა ჩეჩნეთზე დრონებით შეტევის ფაქტი.

29 ოქტომბერს მან უკრაინა დაადანაშაულა ქალაქ გუდერმესში მდებარე, პუტინის სახელობის „სპეცდანიშნულების უნივერსიტეტზე“ უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმაში.

4 დეკემბერს კადიროვმა განაცხადა, რომ გროზნოს ცენტრზე დრონით დარტყმის შედეგად „დაინგრა ავტოგასამართი სადგური, პოლიციის პოლკის სახურავი და დაშავდნენ მშვიდობიანი ადამიანები“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG