ექიმ, პროევროპული დემონსტრაციების მონაწილე გიორგი ახობაძეს, რომელსაც ნარკოტიკების შეძენა-შენახვას ედავებიან, ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. ბრალის წარდგენის შემდეგ სასამართლო, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. ადვოკატის ვარაუდით, სასამართლოს სხდომა დღეს 9 დეკემბერს ან ხვალ გაიმართება.
ჟურნალისტი ბექა ყორშია, რომელიც 6-7 დეკემბრის ღამეს პოლიციამ დააკავა, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2200 ლარით დააჯარიმა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ გამოაცხადა. ის, მისი რამდენიმე კოლეგის მსგავსად, მორიგე მოსამართლეა და მათ ეწერებათ ხოლმე აქციაზე დაკავებული ადამიანების საქმეები განსახილველად.
„პოლიციელი ყოველთვის მართალია“ - სამართალი „ქარხნული წესით“
ბოლო ხუთი დღეა თბილისის საქალაქო სასამართლო განსაკუთრებით გადაიტვირთა. დილიდან საღამომდე, რამდენიმე სხდომათა დარბაზში, ხშირად პარალელურადაც, აქციებზე დაკავებულებს ასამართლებენ. გზის გადაკეტვის საქმეებს რუსთაველის გამზირზე დაკავებულთა პროცესებიც დაემატა.
რადიო თავისუფლება ბოლო 10 დღის განმავლობაში ასობით პროცესს დაესწრო.
სტატიაში მხოლოდ ადმინისტრაციული წესით დაკავებულების საქმეებზე ვწერთ, რომლებიც ორ ნაწილად იყოფა: პირველი ეხება დაკავებულების იმ ჯგუფს, რომელსაც პოლიცია 28 ნოემბერს დაწყებულ პროევროპულ აქციებზე წვილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება, მეორე კი გზის გადაკეტვის საქმეებია. ასეთი აქცია 10 ნოემბერს გაიმართა მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე, ვარაზისხევში კი 17 ნოემბერს დაიწო და სამი ღამე გაგრძელდა.
საქალაქო სასამართლოს ეზოსა და დერეფნებში ჯგუფებად მდგარი პოლიციელები პირველი ნიშანია, რომ დღეს აქ პროევროპულ აქციებზე დაკავებულებს მოიყვანენ.
წაიკითხე ვრცლად:
„სირცხვილი! სირცხვილი!“ - ამ შეძახილებით შეხვდა ხალხი გადაწყვეტილებას, რომელიც მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა გამოაცხადა.
ფორუმი