Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა სასამართლო - ლაივბლოგი

თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება ევროკავშირის მხარდამჭერ აქციებზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა სასამართლო სხდომები. 4 დეკემბერს შსს-მ განსახილველად 33 მათგანის საქმე შემოიტანა. ისინი 1, 2 და 3 დეკემბერს დაკავებულები არიან.

13:31 3.12.2024

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ სამართალდამრღვევად ცნო ჟურნალისტი ირაკლი წულაია და მას 3000 ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა დააკისრა. სამართალდამცავები მას პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ. ირაკლი წულაია სპეცრაზმელებმა 28 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროევროპულ აქციაზე დააკავეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ როგორც დაკავებისას, ისე მინი-ვენში, რომლითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს განყოფილებაში გადაიყვანეს.

15:07 3.12.2024

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ათდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა პროევროპულ აქციაზე დაკავებულ 28 წლის დანიელ მაიკლ ჯონ ტრავისს, ბრიტანეთის მოქალაქეს. ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ 2 დეკემბერს მიიღო.

17:59 3.12.2024

ადვოკატები აყენებენ შუამდგომლობებს, რუსთაველის 12 და 13 ნომერში გარესამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერების ამოღებას ერთ-ერთი დაკავებული პირის, ზურაბ გუგულაშვილის საქმეზე.

ადვოკატი ითხოვს სხდომის გადადებას ზურაბ გუგულაშვილის საქმეზე, სანამ სასამართლო ვიდეოკამერების ჩანაწერების ამოღებას არ მოითხოვს.

მოპასუხე მხარე, შსს-ს წარმომადგენელი თანახმაა, სასამართლომ გამოითხოვოს გარესამეთვალყურეო ვიდეოს ჩანაწერები.

კიდევ ერთი დაკავებულის, ბესიკ ჭუმბურიძის ადვოკატი აყენებს შუამდგომლობას, საქმეს დაერთოს ვიდეო, სადაც ასახულია “მისი სამართალდარღვევის არჩადენის ფაქტს”. ამ შუამდგომლობასაც დაეთანხმა მოპასუხე მხარე.

“ზურაბ გუგულაშვილი იდგა ტროტუარზე, არკასთან, ცეცხლთან თბებოდა, ეცვა სველი ტანსაცმელი, ზამთარია ყინავს”, - ამბობს ადვოკატი.

მოპასუხე მხარე ამბობს, რომ ვერ ხედავს სხდომის გადადების საჭიროებას იმ მიზეზით, რომ სასამართლო დაელოდოს კამერების ჩანაწერებს ზურაბ გუგულაშვილის საქმეზე.

ნოდარ ჯაფარიძე
ნოდარ ჯაფარიძე

კიდევ ერთი დაკავებულის, ნოდარ ჯაფარიძის ადვოკატი ითხოვს ვიდეო ჩანაწერების საქმეზე დართვას, რომელიც დაადასტურებს, რომ ნოდარ ჯაფარიძეს არ ჩაუდენია სამართალდარღვევა. მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

რაც შეეხება ამავე საქმეზე მოწმე გიორგი ზაზაძის გამოკითხვას, ეს შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

18:17 3.12.2024

ზურაბ გუგულაშვილს, ნოდარ ჯაფარიძეს, საბა ზაკალიშვილს, ბესიკ ჭუმბურიძესა და გოგიტა მაღრაძეს მოსამართლე კობა ჩაგუნავა განუმარტავს, რას ნიშნავს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, რაც იწვევს, ჯარიმა 2000-3000 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 14 დღის ვადით.

შსს-ს წარმომადგენელი ამბობს, რომ ზურაბ გუგულაშვილმა და გოგიტა მაღრაძემ სამართალდამცავებს სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს.

გოგიტა მაღრაძის ადვოკატი ითხოვს მის მიმართ საქმის წარმოების შეწყვეტას.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG