Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა სასამართლო - ლაივბლოგი

თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება საპროტესტო აქციებზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული მოქალაქეების პროცესები

17:58 7.12.2024
თბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო

ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ლუკა ჯაბუა, რულან სივაკოვი, ჯანო ყარჩაია, გურამ მირცხულავა - სისხლის სამართლის კოდექსით ბრალდებული 6 ადამიანის საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს.

მოსამართლემ დარბაზძი არ შეცვალა და ადგილების სიმცირის გამო სასამართლოს შენობის დერეფანში დარჩნენ ბრალდებულთა ოჯახის წევრები.

დაკავებულთა ოჯახის წევრები სასამართლოს დერეფანში
დაკავებულთა ოჯახის წევრები სასამართლოს დერეფანში

დაკავებულებს პროკურატურა ედავება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ჩადენილ დანაშაულს, რაც გულისხმობს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას და სასჯელის ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

13:33 7.12.2024

პროკურატურა აცხადებს, რომ გამოძიებამ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტებზე 6 პირს ოფიციალურად წარუდგინა ბრალდება.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

13:16 7.12.2024

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით მგელიაშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახეთ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა პროევროპულ აქციაზე დაკავებულ 18 წლის სტუდენტს, საბა ჯიქიას.

გამოძიება მას პოლიციელზე თავდასხმას, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7 წლამდე.

23:32 6.12.2024

აქციების საქმეზე დაკავებულ მსახიობს, ანდრო ჭიჭინაძეს დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.

რადიო თავისუფლებასთან საუბარში დაკავებულის ადვოკატი, მარიამ ქაჯაია ამბობს, რომ პროკურატურა ანდრო ჭიჭინაძეს ჯგუფურ ძალადობაში [სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილი] მონაწილეობას ედავება.

ადვოკატი აღნიშნავს, რომ ბრალის დადგენილებაში ფაქტობრივი გარემოებები და აღწერილობა ანდროს საქმესთან კავშირში არაა.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG