Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა სასამართლო - ლაივბლოგი

თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება საპროტესტო აქციებზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული მოქალაქეების პროცესები

19:17 6.12.2024

ახალგაზრდული მოძრაობა "დაფიონის" დამფუძნებელმა ზვიად ცეცხლაძემ 6 დეკემბრის სასამართლო პროცესზე სიტყვით ისარგებლა და განაცხადა, რომ საქართველოში დემოკრატია დასრულდა, მისი ნებისმიერი ქმედება კი "წინააღმდეგობაა სამართლებრივი სახელმწიფოსთვის".

ცეცხლაძეს პროკურატურა საპროტესტო აქციებზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავება.

მან, ასევე მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს და მოუწოდა, რომ "ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი".

18:28 6.12.2024

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს, მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მას პროკურატურა "ქართული ოცნების" წევრზე, ალი ბაბაევზე, თავდასხმას ედავება. ალეკო ელისაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის მოთხოვნა 3 000-ლარიანი გირაოს შეფარდების თაობაზე.

17:45 6.12.2024

"ყველაფერი კარგად იქნება, ბრძოლა გრძელდება სამართლებრივი გზითაც", - თქვა ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებულმა 19 წლის ზვიად ცეცხლაძემ სასამართლო პროცესზე.

ზვიად ცეცხლაძე
ზვიად ცეცხლაძე

მან მიმართა პროკურატურას, საქმეები ინდივიდუალურად განიხილოს და არა ერთობლივად და გაიხსენა პოლიციასთან დიალოგი პიროტექნიკის გამოყენებაზე.

"დაფიქრდით, რატომ გახდა საჭირო პიროტექნიკის გამოყენება? რა არჩევანი დაუტოვა მათ სახელმწიფომ, სასამართლომ? საქართველოში დემოკრატია დასრულდა და ჩვენ გვრჩება იმ უფლების გამოყენების უფლება, რაც წინააღმდეგობის გაწევას ნიშნავს.

გავიმარჯვებთ სახელოვნად!" - თქვა ცეცხლაძემ.

17:27 6.12.2024

ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. შემდეგი სხდომა 23 იანვარს ჩაინიშნა.

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი „ქართული ოცნების“ წევრზე, ალი ბაბაევზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. მას სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ალეკო ელისაშვილი
ალეკო ელისაშვილი

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG