ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მონაწილეობის მუხლებით შსს-მ ცხრა პირი დააკავა. მათგან რვის აღკვეთის ღონისძიების საკითხი უნდა გადაწყდეს დღეს. ბრალდება ყველა მათგანისთვის პატიმრობას ითხოვს.
ვეფხია კასრაძემ, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებით დაკავებულმა, სასამართლო პროცესზე თქვა:
"არასდროს ჩამიდენია ისეთი ქმედება, რომ ბოდიშის მოხდა მომიწევდა, ქვეყანას ვგულისხმობ. სულ ჩართული ვიყავი პროცესებში ... რა ქარტეხილებიც პოლიტიკური მდგომარეობის გამო გადაგვივლია.
ხუთი შვილის მამა ვარ. ცხინვალის თეატრის მსახიობი.
მე თუ რამეს დავგეგმავ, რაც დამიგეგმავს და ამისრულებია, ის მხოლოდ ომში. ცუდი და ქვეყნის საზიანო საქციელი არასდროს ჩამიდენია. არავისგან დასამალი და გასაქცევი არ მაქვს - ვცხოვრობ იმ სოფელში, სადაც საოკუპაციო ხაზი გადის და არ ვტოვებ სოფელს, რომ არ დაიცალოს.
როცა თქვენ მე მიმეტებთ ციხისთვის, სამ მცირეწლოვან შვილს აყენებთ უდიდეს ზიანს დაუსაბუთებელი ბრალდებებით, ღმერთს შეხედეთ. იმის ნაცვლად რომ საქართველოს ვეტერნებს პატივისცემით ეპყრობოდეთ, თქვენ საციხრად იმეტებთ".
მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ნიკა გვარამია სამართალდამრღვევად ცნო და 12 დღით გაუშვა პატიმრობაში.
ცხრა დაკავებული სხდომაზე ერთად მიიყვანეს. პროცესი იმართება საქალაქო სასამართლოს ყველაზე დიდ დარბაზში, სადაც 150 კაცი ეტევა. ამ მომენტისთვის დარბაზი სავსეა დამსწრეებით, მათგან 5-კაციანი სკამების ოთხი ზოლი პოლიციელებს უკავიათ.
ფორუმი