„მარშუტკის კარი რო გააღეს, იქ ერთი ადამიანი იჯდა, რომელსაც სპეცრაზმელი საშინლად ურტყამდა და თან უშვერი სიტყვებით აგინებდა, „ამოიღე ხმაო“. ის ადამიანი აღმოჩნდა მუნჯი. ვიღაცამ სპეცრაზმელებიდან უთხრა ამ კაცს, მგონი მუნჯია, გაანებე თავიო, ერთი მაგისიცო და ის არ ეშვებოდა, ამოიღოს ხმა, აქ რომ არის, აბა როგორ უნდაო.“
პოლიციის მხრიდან დაკავების შემდეგ ძალადობის ამბავს მთარგმნელი დათა ხარაიშვილი გვიყვება.
სპეცრაზმი მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გადაადგილდება.
გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების მინისტრი, სვენია შულცე ეხმაურება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ განვითარების სამინისტრო გადახედავს ყველა არსებულ თანამშრომლობას საქართველოს მთავრობასთან.
"საქართველოსთან არცერთი ახალი პროექტის დაპირება არ იქნება და არ განხორციელდება, ასევე არც სესხის ხელშეკრულებები გაფორმდება. ვიტოვებთ უფლებას, მივიღოთ შემდგომი ზომები ჩვენს ევროპულ და საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციით", - წერია განცხადებაში, სადაც, ასევე აღნიშნულია, რომ დღემდე, საქართველოსთან თანამშრომლობა მიზნად ისახავდა ევროკავშირთან დაახლოების ხელშეწყობას და ეკონომიკურ განვითარებას.
აქციის მონაწილეები გმირთა მოედნისკენ გადაადგილდებიან.
ფორუმი