Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა სასამართლო - ლაივბლოგი

თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება საპროტესტო აქციებზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული მოქალაქეების პროცესები

03:50 4.12.2024

პოლიციამ განაახლა წყლის ჭავლით აქციის დაშლა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე პოლიციამ განაახლა აქციის მონაწილეთა დაშლა. საპოლიციო ძალები ერთდროულად წყლის ჭავლის რამდენიმე ავტომობილსა და ცრემლმდენ აირს იყენებს.

ოპერის მიმდებარე ტერიტორიიდან წამოსულ მოქალაქეებს პოლიციელები რუსთაველის გამზირზე რამდენიმე ადგილზე ხვდებიან. შენიღბული პოლიციელები დგანან რესპუბლიკის მოედნისკენ მიმავალ გზაზეც.

დემონსტრანტების ნაწილი გარბის, პოლიცია მათ ნაწილს მისდევს. საპოლიციო ძალები განლაგდნენ ფოსტის ყოფილ შენობასთან ისე, რომ სრულად გადაკეტეს რუსთაველის გამზირი.

03:37 4.12.2024

შეიქმნა პლატფორმა, რომელშიც ჩანს, პარლამენტთან სად დგას პოლიცია

ინტერნეტში გავრცელდა ახლად შექმნილი პლატფორმის ბმული, რომელზე გამოსახულ რუკაზეც ჩანს, პარლამენტთან სად დგას პოლიცია. მონაცემები ონლაინ რეჟიმში ახლდება.

პლატფორმა ბიზნესისა და ტექნოლოგიები უნივერსიტეტის (BTU) სტუდენტებმა შექმნეს.

ამავე ბმულზე ჩანს, რა წერტილებშია შესაძლებელი პირველადი დახმარების მიღება. „უახლოეს მონაცემებში“ კი ჩნდება ცნობები, რომლითაც აქციის მონაწილეებს აცნობენ მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას.

03:18 4.12.2024

03:03 4.12.2024

რუსთაველზე ისვრიან ცრემლმდენ ბალონებსა და პიროტექნიკას

ბოლო სამი საათია პოლიცია ჰაერში ცრემლმდენ აირს უშვებს, საპასუხოდ კი აქციის მონაწილეები სადღესასწაულო პიროტექნიკას ესვრიან. პოლიცია რუსთაველის გამზირზე, ჭიჭინაძის ქუჩის შესახვევთან დგას და ზურგს წყლის ჭავლის ავტომობილებით იმაგრებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის დაშლა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებამდე რამდენიმე წუთით ადრე, დაახლოებით 23:30 საათზე აქტიურ რეჟიმში დაიწყო - თუმცა ხალხის ნაწილი ჰაერში ცრემლმდენი აირის გაფანტვისთანავე უკან ბრუნდება. რამდენიმე ათასი დემონსტრანტი დგას რუსთაველის თეატრიდან ფოსტის ყოფილ შენობამდე.

მეექვსე დღეა პოლიცია აქციის მონაწილეთა დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ აირს. დემონსტრანტების დაკავების დროს პოლიცია მათზე ძალადობდა. იძალადეს რამდენიმე ათეულ ჟურნალისტებზეც.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG