მოსამართლე კობა ჩაგუნავას 20 წუთი დასჭირდა გადაწყვეტილების მისაღებად და ხუთივე პირი ცნო სამართალდამრღვევად პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მუხლით.
მათ დაეკისრათ ადმინისტრაციული სახდელი ჯარიმის სახით:
- ზურაბ გუგულაშვილი - 2300 ლარი
- ნოდარ ჯაფარიძე - 2300 ლარი
- საბა ზაკალაშვილი - 2500 ლარი
- ბესიკ ჭუმბურიძე - 2300 ლარი
- გოგიტა მაღრაძე - 2500 ლარი.
მოსამართლის გადაწყვეტილებას ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
სასამართლო გავიდა გადაწყვეტილების მისაღებად.
შსს-წარმომადგენელი: აღნიშნული პიროვნებების მიმართ პატიმრობა იქნება შეუსაბამო. იმ პიროვნებების მიმართ, რომლებიც პოლიციას აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, უფრო მკაცრი სახდელი (ჯარიმა) უნდა იყოს გამოყენებული.
ადვოკატი: ის კადრები, რომლებიც ასახავს, რა მდგომარეობაშიც ეს ადამიანები აღმოჩნდნენ რუსთაველის თეატრთან, ყველა საერთაშორისო სტანდარტით, უთანაბრდება წამებას და არ შეიძლება, სახელმწიფო ასე მოქმედებდეს.
ადვოკატი: სამწუხაროა, რომ ამ საქმეების განხილვისას, გვიწევს ისეთ საქმეებზე ლაპარაკი, როგორიცაა “ნემცოვი რუსეთის წინააღმდეგ”, “ნავალნი რუსეთის წინააღმდეგ”.
მოსამართლე გადავიდა ვიდეოჩანაწერების განხილვის ნაწილზე.
ფორუმი