შსს-ს თანამშრომელი ემირ კაჯიროვი, მოწმე საბა ზაკალაშვილის საქმეზე: აქციას ჰქონდა აგრესიული ხასიათი, შსს-მ ფეისბუქით, ხმოვანი შეტყობინებით მოუწოდა დემონსტრანტებს, რომ დაშლილიყვნენ, მაგრამ არ დაიშალნენ. რადგან ჩვენ არ გვქონდა შესაბამისი აღჭურვილობა, ვთხოვეთ გდდ-ს თანამშრომლებს, დაეკავებინათ საბა ზაკალაშვილი.
ადვოკატი: როდის იყო სამართალდარღვევა ჩადენილი, რომელ საათზე? პატაკში არ არის მითითებული დრო.
შსს-ს წარმომადგენელი ემირ კაჯიროვი: არ მახსოვს.
საბა ზაკალაშვილი: ჩემგან თუ გახსოვთ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა?
შსს-ს წარმომადგენელი ემირ კაჯიროვი: ხელებს იქნევდა.
ადვოკატი: რას გაჩვენებდათ?
შსს-ს წარმომადგენელი ემირ კაჯიროვი: აგრესიული იყო.
შსს-ს სტატისტიკა დაკავებულების შესახებ - 3 დეკემბრის მონაცემები:
ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 293 პირი.
დაკავებულ პირთაგან თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე წარედგინა 108 პირის ადმინისტრაციული საქმის მასალები, რომელთაგან საქმისწარმოება დასრულდა 89 პირის მიმართ.
დასრულებული 89 საქმიდან:
- 43 პირის მიმართ გამოყენებული იქნა ჯარიმა
- 41 პირის მიმართ გამოყენებულ იქნა ადმინისტრაციული პატიმრობა, ისინი დროებითი მოთავსების სხვადასხვა იზოლატორში იხდიან აღნიშნულ პატიმრობას.
- 5 პირის მიმართ გამოყენებულ იქნა შენიშვნა.
გიორგი წითლიძე, შსს-ს წარმომადგენელი, გოგიტა მაღრაძის საქმის მოწმე:
როდესაც დაიწყო ხმოვანი მოწოდებები, ჩვენ ვმოძრაობდით ჭიჭინაძეზე. ამ დროს შევამჩნიეთ გოგიტა მაღრაძე, რომელიც არ დაემორჩილა მოწოდებებს.
მოსამართლე: ვინ დააკავა ის?
შსს-ს წარმომადგენელი გიორგი წითლიძე: გდდ-ს თანამშრომლებმა.
მოსამართლე: რას აკეთებდა ის?
შსს-ს წარმომადგენელი გიორგი წითლიძე: “მონებს” იძახდა, როგორც ხდება ხოლმე აქციებზე.
იოსებ მაღრაძე, დაცვის მხარის მოწმე, გოგიტა მაღრაძის მამა: ვიყავი ჭიჭინაძის ქუჩაზე, აქციაზე, მაინტერესებდა რა ხდებოდა. დავინახე ზემოდან ხალხი ჩამორბოდა. დავინახე წაქცეული ბავშვები. დავიწყე მათი წამოყენება მშვიდად. მომადგა სპეცრაზმი და ხუთმა კაცმა უმოწყალოდ, მუშტებით, სრული გამეტებით დამიწყეს ცემა. ჩემი შვილი იდგა ჩემს წინ. ვეღარ გავუძელი, წავიქეცი, ამასობაში ვუყურებ შვილის ცემასაც, არავის გამოგაცდევინოს, არავის გისურვებთ ამას. ამასობაში ამბობს სპეცრაზმელი, სადღა მიგყავს ეს, სახე აღარ აქვს. იმ ღამეს პოლიციელის დანახვა იყო შვება სპეცრაზმელებთან შედარებით. ამაყენა პოლიციელმა ასფალტიდან, წავედი ჩემი შვილისკენ.
შსს-ს თანამშრომელი ჯაბა დიღმელაშვილი, მოწმე ნოდარ ჯაფარიძის საქმეზე.
მოსამართლე: თქვენ დაინახეთ, რომ იყო მოწოდება, რო დაეტოვებინათ დემონსტრანტებს ტერიტორია, ჰქონდა ბატონ ნოდარს ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობა? სად იდგა ის?
შსს-ს თანამშრომელი ჯაბა დიღმელაშვილი: მას ჰქონდა შესაძლებლობა დაეტოვებინა ეს ტერიტორია. ის იდგა იმ ჯგუფის გვერდით, რომელიც იყო აგრესიული, მაგრამ კონკრეტულად ის რაიმე განსაკუთრებულ აგრესიას არ გამოხატავდა.
მოსამართლე: ვინ დააკავა ის?
შსს-ს თანამშრომელი ჯაბა დიღმელაშვილი: გდდ-ს თანამშრომლებმა ჩემი და ჩემი კოლეგის მითითებით.
ადვოკატი: თქვენ თქვით, რომ ბატონ ნოდარს შეეძლო დაეკავებინა ტერიტორია.
შსს-ს თანამშრომელი ჯაბა დიღმელაშვილი: ნოდარს შეეძლო დაეკავებინა ტერიტორია, ყველა მხრიდან არ იყო ჩაკეტილი ტერიტორია, ჩემი აზრით, მას შეეძლო დაეტოვებინა ტერიტორია.
ნოდარ ჯაფარიძე: გდდ-ს თანამშრომელმა ტელეფონი ამომიღო ჯიბიდან.
შსს-ს თანამშრომელი ჯაბა დიღმელაშვილი: ისინი ისე არიან აღჭურვილნი, ვერ ვიტყვი, ვინ იყო.
ფორუმი