Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა სასამართლო - ლაივბლოგი

თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება საპროტესტო აქციებზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული მოქალაქეების პროცესები

19:47 3.12.2024

შსს-ს თანამშრომელი ლევან ბურდული, ზურაბ გუგულაშვილის მოწმე: ის იყო აგრესიული, იყო სველი, ვერ გახდა მისთვის შემაკავებელი ვერც მოწოდება და ვერც წყლის ჭავლი. ხელის ჟესტიკულაციით, პოლიციის მისამართით, გვეძახოდა მონებს.

ზურაბ გუგულაშვილის ადვოკატი: რას გეძახდათ ის? მონები ხართო? დაახლოებით რამდენჯერ? ბევრჯერ? ტელეფონით რომ გადაგეღოთ?

შსს-ს თანამშრომელი ლევან ბურდული: ამ არეულობაში მაგის დრო არ იყო.

ზურაბ გუგულაშვილი
ზურაბ გუგულაშვილი

ზურაბ გუგულაშვილის ადვოკატი: რამდენ ხანს აკვირდებოდით ზურაბს? სად დაინახეთ? პარლამენტის წინ? ქაშვეთის მხარეს? მიუთითეთ გდდ-ს თანამშრომელს, რომ დაეკავებინა? თქვენ როგორ მიეცით ეს დავალება? ე.ი. ის გემორჩილებათ?

შსს-ს თანამშრომელი ლევან ბურდული: არ მაქვს პასუხი.

მოსამართლე: თქვენს მოთხოვნას დაემორჩილა ის?

შსს-ს თანამშრომელი ლევან ბურდული: კი.

ზურაბ გუგულაშვილის ადვოკატი: რამდენ ადამიანს მიეცით დავალება, რომ დაეკავებინათ?

შსს-ს თანამშრომელი ლევან ბურდული: ორს.

ზურაბ გუგულაშვილის ადვოკატი: დაახლოებით რამდენ ხანს გრძელდებოდა მონის დაძახება?

ლევან ბურდული: დროს ხო არ ვითვლი.

19:29 3.12.2024

ბესიკ ჭუმბურიძის საქმის მოწმეა 23 წლის გიგი ჩიტიძე, შსს-ს წარმომადგენელი, დებს ფიცს, რომ იტყვის მხოლოდ სიმართლეს:

- დემონსტრანტები ისროდნენ ქვებს. იყო ხმოვანი მოწოდებები, რომ ისინი დაშლილიყვნენ, და არ დაიშალნენ. ბესიკ ჭუმბურიძე იყო აგრესიული და ვთხოვეთ განსაკუთრებული დეპარტამენტის თანამშრომლებს, რომ ის დაეპატიმრებინათ.

მოსამართლე: თუ ხდებოდა მოწოდებები, რომ ბატონ ბესიკს დაეტოვებინა ტერიტორია?

გიგი ჩიტიძე: ხმოვან მოწოდებებს გაიგებდა.

ადვოკატი: ვინ მიიღო აქციის დაშლის გადაწყვეტილება.

გიგი ჩიტიძე: უშუალოდ ჩემთვის არავის მოუცია... ძალიან ბევრი პოლიციელი დაზიანდა, დაიწვა, პოლიციელები იწვებოდნენ, ცეცხლი ეკიდათ.

ადვოკატი: ეს მტკიცებულებები ამ საქმეში არ დევს.

გიგი ჩიტიძე: სამი პოლიციელი ვხედავდით ბესიკ ჭუმბურიძეს, რომ იყო აგრესიული და მივუთითეთ გდდ-ს თანამშრომლებს, რომ ის დაეკავებინათ, რადგან ჩვენ არ გვქონდა სპეციალური აღჭურვილობა.

19:13 3.12.2024

ზურაბ გუგულაშვილი: 9 აპრილის მონაწილე ვარ, განცდა მქონდა, რომ იქ ბავშვები განსაცდელში იყვნენ, ამიტომ დავბრუნდი აქციაზე.

ადვოკატი: რაში გამოიხატა, რომ აქცია იყო ძალადობრივი?

შსს-ს წარმომადგენელი: ეს უმჯობესია ჰკითხოთ ოქმის შემდგენლებს. აქციას ნამდვილად არ ჰქონდა მშვიდობიანი ხასიათი.

ადვოკატი: სამართალდამცავებს შეეძლოთ გადაეღოთ სავარაუდო სამართალდარღვევის და დაკავების ფაქტი სამხრე კამერებით. რატომ არ მოხდა ამის გადაღება?

შსს-ს წარმომადგენელი: ოქმის შემდგენია კრიმინალური პოლიცია და ის არ არის აღჭურვილი სამხრე კამერებით.

ადვოკატი: მობილურით.

შსს-ს წარმომადგენელი: ალბათ, კარგი იქნებოდა, რომ ვიდეომტკიცებულება წარმოგვედგინა, მაგრამ ვერ დავავალდებულებთ პოლიციას, რომ გადაიღონ ეს კადრები, თუმცა კარგი იქნებოდა.

ადვოკატი: გაქვთ თუ არა მტკიცებულება ამ საქმეში, სადაც დასტურდება, რომ განხორციელდა კანონიერი მოწოდება.

შსს-ს წარმომადგენელი: ვიდეომტკიცებულება ამ საქმეში არ დევს.

19:05 3.12.2024

სასამართლოზე შსს-ს წარმომადგენელ ყველა პირს, რომლებიც 30 ნოემბერს დააკავეს, ერთი და იმავე კითხვას უსვამს. ის ინტერესდება, როდის მივიდნენ ისინი აქციაზე, გაიგეს თუ არა ხმოვანი მოწოდება, რა დისტანციაზე იმყოფებოდნენ სამართალდამცავებთან?

შსს-წარმომადგენელი: რას აკეთებდით აქციაზე?

საბა ზაკალაშვილი: ხაჭაპურს ვჭამდი.

შსს-ს წარმომადგენელი: ეს პასუხი ნორმალურია?

საბა ზაკალაშვილი: მკითხეთ, რას აკეთებდითო.

შსს-წარმომადგენელი: დავიწყოთ იქიდან, როდესაც იწყება ხმოვანი მოწოდებები 29 ნოემბრის ღამის 11-ის ნახევრიდან, არ გახსოვთ როგორი იყო დისტანცია თქვენსა და სამართალდამცავებს შორის?

საბა ზაკალაშვილი: ხან შორს ვიყავი, ხან ახლოს.

შსს-წარმომადგენელი: გახსოვთ ის მომენტი, სანამ დაგაკავებდნენ?

საბა ზაკალაშვილი: კი. აღგიწერთ. მე ვიყავი რუსთაველის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოგვაქცია სპეცრაზმმა ალყაში და დაგვაკავეს, სამწუხაროდ, მოხდა ასეთი რამ.

მოსამართლე: მანქანიდან მოწოდება გაიგეთ?

საბა ზაკალაშვილი: რა თქმა უნდა, გავიგე და არ დავემორჩილე.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG