Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
პროევროპული საპროტესტო აქცია თბილისში
პროევროპული საპროტესტო აქცია თბილისში

პროევროპული საპროტესტო აქციები თბილისში - ლაივბლოგი

აქციების დაწყებიდან დაშავებულია ათეულობით დემონსტრანტი და ჟურნალისტი. დღემდე დაკავებულია 400-მდე ადამიანი. თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე გადადოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხი.

15:35 8.12.2024

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბანკი - „თიბისი“ სოლიდარობას უცხადებს პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს. დაკავებულთა შორის არიან ბანკის ორი თანამშრომელი: გიორგი მაისურაძეს და გიორგი ქორქაძე.

„თიბისელები შევიკრიბეთ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, რათა მხარი დავუჭიროთ ჩვენი გუნდის ორ წევრს - გიორგი მაისურაძეს და გიორგი ქორქაძეს, რომლებიც საპროტესტო აქციების დროს უსაფუძვლოდ დააკავეს და მოვითხოვთ მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. სოლიდარობას ვუცხადებთ მშვიდობიან პროტესტში მონაწილე ყველა დაკავებულს და ვგმობთ ყველანაირ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ“, - წერია ბანკის განცხადებაში.

15:14 8.12.2024

14:59 8.12.2024

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური გამოეხმაურა ტვ პირველის ჟურნალისტსა და ოპერატორზე მომხდარ თავდასხმას:

14:45 8.12.2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ერთ კვირაში მიიღებენ კანონს, რომლითაც აქციის მონაწილეებს სახის დაფარვას აუკრძალავენ. მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კანონი, რომელიც ხელს შეუწყობს ძალადობის პრევენციას შეკრებების წარმართვის დროს“.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG