შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე აცხადებს, რომ სოციალური ქსელების დახურულ ჯგუფებში ვრცელდება პროვოკაციული მოწოდებები სამინისტროს კუთვნილი ავტომობილებისა და კამერების დაზიანების შესახებ. დარახველიძემ სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ პოლიციას ექნება შესაბამისი რეაგირება.
ევროპელი პოლიტიკოსები ეხმაურებიან საქართველოში 28-29 ნოემბრის ღამით აქციის დარბევასა და საქართველოს მთავრობის უარს ევროინტეგრაციის გაგრძელებაზე. ისინი მიიჩნევენ, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია და სოლიდარობას უცხადებენ ქართველი ხალხის ბრძოლას. განცხადებები ამის შესახებ მათ სოციალურ ქსელ X-ის მეშვეობით გაავრცელეს.
ჟურნალისტებმა მსვლელობით გააპროტესტეს პოლიციის მხრიდან მედიის წარმომადგენლებზე ფიზიკური ძალადობა
„თბილისის საკლუბო სცენა არასდროს დამორჩილებია და არც ახლა აპირებს დაემორჩილოს არალეგიტიმური ხელისუფლების მანკიერ მცდელობებს, გაანადგუროს ჩვენი საზოგადოების საერთო მონაპოვარი...
თბილისის დიდი კლუბები (BASSIANI, KHIDI, LEFT BANK, MTKVARZE, TBILI ORGIA, TES) აცხადებენ, რომ ქართველი ხალხის ნებაა ევროპულ ოჯახში გაწევრიანება, რომელიც „საქართველოს არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ“ უარყო. პროტესტის ნიშნად კლუბები დღეს დაგეგმილ წვეულებებს აუქმებენ.
ფორუმი