Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
პროევროპული საპროტესტო აქცია თბილისში
პროევროპული საპროტესტო აქცია თბილისში

პროევროპული საპროტესტო აქციები თბილისში - ლაივბლოგი

აქციების დაწყებიდან დაშავებულია ათეულობით დემონსტრანტი და ჟურნალისტი. დღემდე დაკავებულია 400-მდე ადამიანი. თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე გადადოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხი.

21:33 29.11.2024

„ეს ხომ მაიდანის პირდაპირი რიმეიკია. Cut and paste. ნუთუ მშვენიერ საქართველოში ამდენი დეგენერატია?“ <...> „სად არის ქართველი ხალხი? მან ხომ სწორი არჩევანი გააკეთა. სად არის თქვენი комбали?“

28-29 ნოემბერს საქართველოში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს რამდენიმე პოსტი მიუძღვნა ცნობილმა რუსმა პროპაგანდისტმა, ალექსანდრ დუგინმა

21:46 29.11.2024

ფოტოები აქციიდან - მეორე დღეა თბილისში საპროტესტო აქცია იმართება, მას შემდეგ რაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ არ აპირებს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას 2028 წლის ბოლომდე

21:54 29.11.2024

ნოემბრის პროტესტზე სასაუბროდ რადიო თავისუფლების პოდკასტს 2150-ს საქართველოს პრეზიდენტი 2013-2018 წლებში გიორგი მარგველაშვილი სტუმრობს - უყურეთ პირდაპირ ეთერს ჩვენს Youtube-ზე

22:04 29.11.2024

ხალხმრავალი აქციების დაშლაში მონაწილე იმ პოლიციელებს, რომლებიც იყენებენ წიწკის სპრეისა და გამოირჩევიან ძალადობით, არ აქვთ მაიდენტიფიცირებელი ნიშნები. ამ ნიშნების არსებობა აუცილებელია იმისთვის, რომ გამოძიების ეტაპზე დადგინდეს, რომელმა პოლიციელმა გადაამეტა ძალას.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG