Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არის შეუძლებელი აქციების დაშლაში მონაწილე პოლიციელების იდენტიფიცირება - შსს-ს პასუხი


28-29 ნოემბრის ღამე, შენიღბული პოლიციელები აქციას შლიან.
28-29 ნოემბრის ღამე, შენიღბული პოლიციელები აქციას შლიან.

ხალხმრავალი აქციების დაშლაში მონაწილე იმ პოლიციელებს, რომლებიც იყენებენ წიწკის სპრეისა და გამოირჩევიან ძალადობით, არ აქვთ მაიდენტიფიცირებელი ნიშნები. ამ ნიშნების არსებობა აუცილებელია იმისთვის, რომ გამოძიების ეტაპზე დადგინდეს, რომელმა პოლიციელმა გადაამეტა ძალას.

რადიო თავისუფლება ბოლო 6 თვეა ცდილობს, გაარკვიოს, დაისაჯა თუ არა რომელიმე პოლიციელი აქციის დაშლის დროს მოქალაქეებსა და ჟურნალისტებზე ძალადობის გამო. ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს არც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და არც შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძეს. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ მიმდინარეობს გამოძიება.

გუშინ, 28-29 ნოემბრის ღამეს, შენიღბულმა პოლიციელებმა, რომელთა იდენტიფიცირებაც შეუძლებელი იყო, კიდევ ერთხელ იძალადეს მოქალაქეებსა და ჟურნალისტებზე. რამდენიმე მათგანის კლინიკაში გადაყვანაც გახდა საჭირო.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დანაშაულის გასახსნელად სჭირდება დაადგინოს, ვინ არის მოძალადე პოლიციელი. ევროპულ ქვეყნებში თითოეულ სამართალდამცავს, რომელიც აქციის დაშლაში მონაწილეობს, აქვს ინდივიდუალური ნომერი, რომელიც დატანილია სპეციალური აღჭურვილობის სხვადასხვა ნაწილზე.

საქართველოს პოლიციის სპეციალურ ძალებს მსგავსი მაიდენტიფიცირებელი ნიშნები არ აქვთ. რადიო თავისუფლებამ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს ჰკითხა, რატომ არ არის პოლიციელების აღჭურვილობა იდენტიფიცირებადი.

„პოლიციას მსგავსი მოთხოვნა, რომ ოპერაცია იქნება თუ სხვა მოქმედება, ჰქონდეს მაიდენტიფიცირებელი, მსგავსი ჩანაწერი არ არსებობს“, - ამბობს ალექსანდრე დარახველიძე, რომელიც რადიო თავისუფლების დამაზუსტებელ კითხვაზე პასუხის გაცემის დროს ამბობს, რომ შსს-ს ინტერესია „ყველა დამნაშავე დაისაჯოს“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG