რუსულენოვან მედია საქართველოზე ლაპარაკობს. არამარტო კრემლის პროპაგანდისტები, არამედ დამოუკიდებელი ჟურნალისტები, ბლოგერები, უკრაინული მაუწყებლები. აჩვენებენ რუსთაველის გამზირზე გადაღებულ კადრებს და სვამენ „მილიონი დოლარის ღირებულების“ კითხვას - რას უნდა ველოდოთ? ვინ გაიმარჯვებს?
„იუტუბზე“ საქართველო განსაკუთრებით პოპულარული გახდა, მით უფრო, სირიაში მიმდინარე მოვლენების კონტექსტში. ბევრი ექსპერტის შეფასებით, ამ ორ ქვეყანას ახლა რუსული გავლენისგან თავის დაღწევა უნდა. თვალსაჩინოა ისიც, რომ რუსეთი სირიაში ჩადებული მილიარდების მიუხედავად, იქ თავისი ინტერესების დაცვას ვერ ახერხებს.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე 7 დეკემბერს ნიღბიანების ჯგუფის ჟურნალისტებზე, პოლიტიკოსებსა და აქციის მონაწილეებზე თავდასხმას ეხმიანება და ამბობს, რომ ასეთი შემთხვევები აჩენს დაუცველობის განცდას.
„დღეს საღამოს ვიხილეთ ფიზიკური ანგარიშსწორების უმძიმესი კადრები... მრავალი ვერსია ისმის მომხდარის შესახებ, თუმცა საბოლოოდ, რაც არ უნდა გაირკვეს, ქალაქის ქუჩებში ნიღბიან, ამოუცნობ პირთა ჯგუფის მხრიდან სასტიკი, ფიზიკური ანგარიშსწორება მოქალაქეებზე, მით უმეტეს ჟურნალისტებზე, სახიფათო ნიშანია“, - წერს დეკანოზი ფეისბუკზე.
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე განცხადებაში აღნიშნავს, რომ ასეთი შემთხვევები დაუცველობის განცდას აჩენს და სახელმწიფო ვალდებულია გამოიძიოს მომხდარი, რათა გამორიცხოს განმეორება.
ფეისბუკსტატუსში სასულიერო პირი საზოგადოებას მოუწოდებს იზრუნონ დაძაბულობის განმუხტვაზე და სამოქალაქო ომისდროინდელ დღეებს იხსენებს.
ტვ "პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმისას, თბილისში ბესიკის ქუჩაზე იძალადეს ასევე ჟურნალისტ მაკა ჯანაშიაზე, რომელიც შემთხვევას შეესწრო და ტელეფონით ვიდეოს იღებდა.
"მივდიოდით ბესიკის ქუჩიდან რუსთაველისკენ, ბესიკის ქუჩისკენ შემოგვესმა ყვირილი და ჩოჩქოლი ცოტა უკან დავიხიეთ და დავინახე რომ პატრულის მანქანასთან, მაკა ჩიხლაძეს სპრეი შეასხა ვიღაც შავებში ჩაცმულმა ნიღბიანმა ადამიანებმა, მაშინვე ჩავრთე კამერა ტელეფონის და წავედი რომ გადამეღო, ამასობაში მაკამ გაუხვია, იმიტომ რომ ეს ნიღბიანი ჯგრო და ადამიანები გავიდნენ ქუჩაზე, რომლის სახელიც არ მახსოვს, მარჯვენა მხარეს. მაკა გაჰყვა და მეც გავყევი, ამასობაში ოპერატორიც დამეწია, იღებდა, თქვენი ოპერატორი [ტვ "პირველის"] და რომ ვიღებდი ამას. მაკას რომ ეჭიდავებოდა ეს ერთ-ერთი ნიღბიანი ადამიანი, ერთი ტიპი მეცა, ნიღბიანი, რომელსაც, დამამახსოვრდა რომ სახეზე ჰქონდა ჩონჩხის გამოსახულება. მეცა, ტელეფონი გამტაცა და სახეში ჩამარტყა მუშტი, მის გვერდზე მყოფმა წიხლები დამიშინა ფეხებში და ეგ იყო და ეგ, მერე ვნახე რომ გამოქცეულ ჯგუფს ოპერატორი უცემია და იყო საშინელ მდგომარეობაში. როცა მართმევდა ტელეფონს ჟურნალისტი ვარ-მეთქი ვუთხარი და ეს რომ ვუთხარი, ზუსტად მაგიტომ ჩამარტყა სახეში მე მგონი, ასეთი ეჭვი მაქვს", - თქვა მაკა ჯანაშიამ.
მისი თქმით, თავს კარგად გრძნობს. ამასთან მისი დაკვირვებით, ხალხი, რომელიც თავს დაესხა ქცევით მოაგონებდა სპეცრაზმელებს:
ფორუმი