Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ბაქოში გაიხსნა გაეროს კლიმატის კონფერენცია

ბაქოში გაიხსნა გაეროს კლიმატის კონფერენცია


გაეროს მსოფლიო კლიმატის ცვლილების კონფერენციის (COP29) ხელმძღვანელმა მუხთარ ბაბაევმა მონაწილე ქვეყნებს მიმართა, შეხვედრა აზერბაიჯანში „სიმართლის მომენტად“ განიხილონ.

მსოფლიო განადგურების გზაზეა, განაცხადა ბაბაევმა ბაქოში, კონფერენციის გახსნაზე.

კლიმატის ცვლილების შედეგად უკვე დაზარალებულ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს მეტი სჭირდებოდათ, ვიდრე თანაგრძნობა და ლოცვა, - თქვა მან.

კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენცია, - COP29 (Conference of the Parties) - 11 ნოემბრიდან 22 ნოემბრამდე იმუშავებს.

კონფერენციის მონაწილე ლიდერებს გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მასპინძლობენ.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით.

ფორუმი

XS
SM
MD
LG