Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერი კობახიძე ბაქოში დაესწრება COP29-ს, გაეროს კლიმატის კონფერენციას


ირაკლი კობახიძე COP29-ს დაესწრება
ირაკლი კობახიძე COP29-ს დაესწრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 11-13 ნოემბერს ბაქოში გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციაში (COP29) მიიღებს მონაწილეობას.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესცენტრის ცნობით, COP29-ში კობახიძესთან ერთად დელეგაციაში იქნებიან პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.

ბაქოში ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძე შეხვედრას გამართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან.

ასევე, დაგეგმილია ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა COP29-ის ლიდერთა სამიტზე, ასევე პანელურ დისკუსიებზე, რომლებიც სხვადასხვა თემაზე მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართება.

კონფერენციის მონაწილე ლიდერებს გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი უმასპინძლებენ.

აზერბაიჯანში გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენცია COP29 11 ნოემბერს იწყება.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები თვეებია, ეჭვქვეშ აყენებენ ამ გადაწყვეტილების - აზერბაიჯანში ღონისძიების ჩატარების - სისწორეს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG