როდის მიდიხარ ქვეყნიდან? როცა გინდა ისწავლო? იმუშაო? მეტი გამოცდილება დააგროვო და უკეთესი შემოსავალი გქონდეს? როცა, უბრალოდ, სხვაგან ყოფნა გინდა და თავგადასავალს ეძებ? მაშინაც, როცა სხვა გზა აღარ გაქვს და ვინმეს ან რამეს გაურბიხარ? მიზეზი უამრავია და ამ მიზეზებით დღეს საქართველოს მილიონზე მეტი მოქალაქეა ემიგრაციაში მათ შორის, ათასობით ქართველია წასული გერმანიაში. ჩვენი ფილმის გმირებიც, რომლებიც ახლა ბერლინსა და ჰამბურგში ცხოვრობენ, ემიგრაციაში ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული მიზეზით და მიზნით წავიდნენ. და როცა მიდიხარ, მერე რა ხდება? მხოლოდ ფიზიკურად შორდები შენს ქვეყანას თუ ემოციურადაც წყდები? გავიწყდება თუ სულაც ძალით ივიწყებ? თუ დროებით დისტანცირდები მისგან და სხვა სამყაროს ნაწილად ქცევას ცდილობ? ან იქნებ, პირიქით, ეჯაჭვები და უწყვეტად უსმენ მის მაჯისცემას? ალბათ, ვისთვის როგორ. ჩვენი გმირებისთვისაც სხვადასხვანაირად მოხდა, მაგრამ ერთ კონკრეტულ, გადამწყვეტ მომენტში, ყველა გავიდა გარეთ პროტესტის გამოსახატად ზუსტად იმის გამო, რაც მათ ქვეყანაში ხდებოდა. გერმანიაში იმ ადამიანებთან შესახვედრად ჩავედით, ვინც აპრილ-მაისის აქციების დროს, როცა თბილისში ხალხი რუსული სტილის აგენტების კანონს აპროტესტებდა, სახლში ვერ დარჩნენ და შუაგულ ევროპაში, დროშებითა და ტრანსფარანტებით ხელში, ქუჩაში გავიდნენ. ვინც დღეს ფიქრობს, რომ საქართველო გადამწყვეტ ბრძოლაშია და ამ ბრძოლის ბედს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გადაწყვეტს.
ეპიზოდები
-
აპრილი 09, 2025
მეც იქ ვიდექი - 9 აპრილი 36 წლის შემდეგ
-
მარტი 31, 2025
100-კილომეტრიანი მარში დმანისიდან
-
მარტი 25, 2025
მაღაროელები თბილისში
-
მარტი 17, 2025
პროტესტი ტრანსპორტში ტრანსპარანტებით
-
მარტი 16, 2025
არც ისე ტურისტული სეზონი - ფენოვანი 2.50
-
მარტი 11, 2025
16-ჯერ დაჯარიმებული
ფორუმი