Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მასკი უერთდება ტრამპის წინასაარჩევნო თავყრილობას, რომელიც მასზე თავდასხმის მცდელობის ადგილას იმართება


ილონ მასკთან დონალდ ტრამპის ინტერვიუს რეკლამა. ინტერვიუ შედგა 2024 წლის 12 აგვისტოს
ილონ მასკთან დონალდ ტრამპის ინტერვიუს რეკლამა. ინტერვიუ შედგა 2024 წლის 12 აგვისტოს

ილონ მასკი უერთდება შეხვედრას, რომელსაც დონალდ ტრამპი მართავს 5 ოქტომბერს ბატლერში, პენსილვანიის ქალაქში, სადაც პრეზიდენტობის კანდიდატი რესპუბლიკელთა პარტიიდან წლის დასაწყისში მკვლელობის მცდელობას გადაურჩა.

"იქ ვიქნები მხარდასაჭერად!" დაწერა მასკმა X-ზე 4 ოქტომბერს.

SpaceX-ისა და Tesla-ს გენერალური დირექტორი საგანგებო სტუმრებს შორის იქნება, დაადასტურა ტრამპის საარჩევნო შტაბმა.

ეს პირველი შემთხვევა იქნება, როცა მასკი საჯაროდ გამოჩნდება ყოფილი პრეზიდენტის კამპანიის ღონისძიებაზე მას შემდეგ, რაც მას, მის მიმართ განხორციელებული მკვლელობის მცდელობისთანავე, დაუჭირა მხარი.

მასკმა ბოლო თვეების განმავლობაში ტრამპის მიმართ თავისი მხარდაჭერა საგრძნობლად გააძლიერა და უფრო მეტად დაინტერესდა პოლიტიკით.

შეხვედრა იმავე ადგილას იმართება, სადაც შეიარაღებული პირის მიერ ნასროლი ტყვია ტრამპს ყურთან მოხვდა და სადაც მისი ერთ-ერთი მხარდამჭერი დაიღუპა და რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG