Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ჩარჩენილი NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე დაბრუნდნენ

საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ჩარჩენილი NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე დაბრუნდნენ


Crew Dragon-ი, რომელმაც ასტრონავტები ჩამოიყვანა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან.
Crew Dragon-ი, რომელმაც ასტრონავტები ჩამოიყვანა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან.

NASA-ს ასტრონავტები ბარი „ბუჩ“ უილმორი და სუნი უილიამსი დედამიწაზე დაბრუნდნენ ცხრა თვეზე მეტ ხანს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ყოფნის შემდეგ.

17-საათიანი ფრენის შემდეგ Space X-ის კაფსული Crew Dragon-ი სამშაბათს საღამოს დაეშვა წყალზე ფლორიდის სანაპიროსთან, იტყობინებიან საინფორმაციო სააგენტოები.

უილმორი და უილიამსი, რომლებმაც კოსმოსში 286 დღე გაატარეს, NASA-ს ჰიუსტონის ცენტრში გაივლიან სამედიცინო გამოკვლევებს. ისინი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ივნისში გაემგზავრნენ Boeing-ის კოსმოსური ხომალდი Starliner-ით. ასტრონავტებს სადგურზე რვა დღე უნდა გაეტარებინათ და იმავე ხომალდით დაბრუნებულიყვნენ. თუმცა, წარმოქმნილი ტექნიკური პრობლემების გამო მათ ვერ შეძლეს Starliner-ის გამოყენება დედამიწაზე დასაბრუნებლად.

აგვისტოში NASA-მ გამოაცხადა თავისი საბოლოო გადაწყვეტილება, რომ თავისი ასტრონავტების დედამიწაზე დასაბრუნებლად გამოიყენებდა კომპანია SpaceX-ის ხომალდს, რომელიც Boeing-ის მთავარი კონკურენტია. ეს დიდი დარტყმა იყო კომპანია Boeing-ის კოსმოსური პროგრამისთვის.


ფორუმი

XS
SM
MD
LG