Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიის ოცეული ცნობილია


„პატრიოტთა ალიანსისა“ და „ალტ-ინფოს“ ყოფილი წევრების ერთობლივი პრესკონფერენცია. 24 ივნისი, 2024 წელი
„პატრიოტთა ალიანსისა“ და „ალტ-ინფოს“ ყოფილი წევრების ერთობლივი პრესკონფერენცია. 24 ივნისი, 2024 წელი

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიული სიის პირველი ოცეული გამოაქვეყნა.

პარტიამ, რომლის რიგებშიც წინასაარჩევნოდ გაერთიანდნენ ულტრამემარჯვენე, ძალადობრივი მოწოდებებით ცნობილი „ალტ-ინფოს“ გაუქმებული პარტიის ყოფილი წევრები, ცესკოში სია რამდენიმე დღის წინ წარადგინა.

„საპარლამენტო სია, ჩვენს პარტიასთან ერთად, დაკომპლექტდა იმ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებით, რომლებიც შეუერთდნენ საქართველოს პატრიოტთა ერთობის დეკლარაციას. ამ დეკლარაციაზე ხელმომწერია 11 პოლიტიკური პარტია (ეროვნული, პატრიოტული, კონსერვატიულ-ტრადიციული პარტიები) და 40-ზე მეტი საზოგადოებრივი ორგანიზაცია! ჩვენ შევძელით ერთიანი საპარლამენტო სიისა და, რაც მთავარია, ეროვნული ერთობის ფორმირება“, - აცხადებს პარტია.

სიის სათავეში „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები არიან. ათეულში შედიან ყოფილი „კონსერვატიული მოძრაობა“/„ალტ-ინფოს“ ლიდერები, მათ შორის - ზურაბ მახარაძე, რომელსაც 2021 წლის 5 ივლისს ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე თავდასხმისა და ძალადობის გამო, კონსტანტინე მორგოშიასთან ერთად, აშშ-მ სანქციები დაუწესა. ოცეულში არ არის კონსტანტინე მორგოშია.

  1. ირმა ინაშვილი - „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი, პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი;
  2. გიორგი ლომია - „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, პარლამენტის ყოფილი წევრი;
  3. გოჩა თევდორაძე - „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, პარლამენტის ყოფილი წევრი;
  4. გრიგოლ ხურციძე;
  5. გიორგი ქარდავა - ტელეკომპანია „ალტ-ინფოს“ წამყვანი;
  6. ზურაბ მახარაძე - ტელეკომპანია „ალტ-ინფოს“ წამყვანი;
  7. ირაკლი მორგოშია;
  8. ირაკლი მარტინენკო - ტელეკომპანია „ალტ-ინფოს“ წამყვანი;
  9. ლევან ჩაჩუა - პარტია „ქართული იდეის“ ყოფილი თავმჯდომარე;
  10. გიორგი კორკოტაშვილი - მსახიობი;
  11. გოჩა ჯოჯუა - პარლამენტის ყოფილი წევრი;
  12. შოთა მარტინენკო - ტელეკომპანია „ალტ-ინფოს“ წამყვანი;
  13. მალხაზ თოფურია - „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი;
  14. ჯაბა კუტალია;
  15. ოთარ ჭითანავა;
  16. ირაკლი ბერძენიშვილი;
  17. თორნიკე არევაძე;
  18. ზურაბ კობახიძე;
  19. გიორგი გაბათაშვილი;
  20. მერაბ გიგანი.

* სიაში ჩამოთვლილი კანდიდატების ბიოგრაფიული მონაცემები შეივსება.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, ცესკოში წარდგენილ სიაში საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 30-ზე ნაკლები და 200-ზე მეტი.

პოლიტიკურ პარტიებს ცესკოში პარტიული სიის წარსადგენად ვადა 26 სექტემბერს ეწურებათ. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG