სიაში დეპუტატობის 26 კანდიდატია. დასახელებულ კანდიდატებს შორის არ არის საქართველოს მე-4 პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელმაც 25 სექტემბერს, „ძლიერ საქართველოში“ გაერთიანების შემდეგ, თქვა, რომ მისთვის საკანონმდებლო საქმიანობა არ არის საინტერესო და მთავარია პოლიტიკაში მონაწილეობა. 26-წევრიან სიაში არ არის პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, „ლელოს“ საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი დავით უსუფაშვილიც.
„ძლიერი საქართველოს“ სია ასეთია:
- მამუკა ხაზარაძე - „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი;
- ანა დოლიძე - იურისტი, პოლიტიკოსი; პარტიის, „ხალხისთვის“ დამფუძნებელი;
- ბადრი ჯაფარიძე - „ძლიერი საქართველოს“ დამფუძნებელი;
- ანა ნაცვლიშვილი - პარლამენტის წევრი;
- ლევან ცუცქირიძე - „თავისუფლების მოედნის“ დამფუძნებელი;
- ირაკლი კუპრაძე - „ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივანი;
- ქეთევან თურაზაშვილი - საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „მოქალაქეების“ წევრი;
- საბა ბუაძე - თბილისის საკრებულოს წევრი;
- სალომე სამადაშვილი - პარლამენტის წევრი;
- დავით რაქვიაშვილი - უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი;
- თამარ ლალიაშვილი - უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე;
- გრიგოლ გეგელია - პოლიტიკის თეორიის დოქტორი, „ძლიერი საქართველოს“ საერთაშორისო მდივანი;
- ლევან სამუშია - ადვოკატი, „ძლიერი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი;
- ფიქრია ჩიხრაძე - საქართველოს პარლამენტის სამი მოწვევის წევრი, „ძლიერი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი;
- გიორგი უშიკიშვილი - ფოლკლორისტი;
- ვახტანგ სურგულაძე - თბილისის საკრებულოს წევრი, „ძლიერი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი;
- ლანა გალდავა - სამართლის დოქტორი, „ძლიერი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი;
- მაკა ნუცუბიძე - იურისტი, საჯარო სამართლის დოქტორი;
- მედეა მეტრეველი - ფილოლოგიის დოქტორი, „ძლიერი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი;
- ალექსანდრე ელისაშვილი - პარლამენტის წევრი, პარტია „მოქალაქეების“ დამფუძნებელი;
- ბაკურ კვაშილავა - პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი;
- აგილ მუსტაფაევი - იურისტი, სამოქალაქო აქტივისტი;
- ირაკლი ქობალია - „თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი;
- ირაკლი უცინაშვილი - აქტივისტი გარემოს დაცვის საკითხებში;
- გიორგი რეხვიაშვილი - იურისტი, "მოქალაქეების" წევრი;
- ოთო ფარულავა - სამოქალაქო აქტივისტი, „ლელოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე.
საარჩევნო კოდექსის თანახმად, ცესკოში წარდგენილ სიაში საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 30-ზე ნაკლები და 200-ზე მეტი.
პოლიტიკურ პარტიებს ცესკოში პარტიული სიის წარსადგენად ვადა 26 სექტემბერს ეწურებათ. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.
ფორუმი