Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
პროკურატურამ შეცვალა გადაწყვეტილება ნავალნის სიკვდილის ფაქტის გამო საქმის აღძვრის შესახებ

პროკურატურამ შეცვალა გადაწყვეტილება ნავალნის სიკვდილის ფაქტის გამო საქმის აღძვრის შესახებ


რუსი ოპოზიციონერები ივან ჟდანოვი, ლიუბოვ სობოლი და ალექსეი ნავალნი ბორის ნემცოვის მკვლელობის მეხუთე წლისთავისადმი მიძღვნილ მვლელობაზე. მოსკოვი 29 თებერვალი, 2020 წელი,
რუსი ოპოზიციონერები ივან ჟდანოვი, ლიუბოვ სობოლი და ალექსეი ნავალნი ბორის ნემცოვის მკვლელობის მეხუთე წლისთავისადმი მიძღვნილ მვლელობაზე. მოსკოვი 29 თებერვალი, 2020 წელი,

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, საპატიმროში გარდაცვლილი ალექსეი ნავალნის დევნილობაში მცხოვრებმა თანაგუნდელმა, ივან ჟდანოვმა 3 სექტემბერს გაავრცელა რუსეთის იამალო-ნენების ავტონომიური ოლქის პროკურატურის ოფიციალური წერილი, რომელშიც ლაპარაკია ნავალნის სიკვდილის გამო საქმის აღძვრის შესახებ აგვისტოში გამომძიებლების მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებაზე.

წერილში ნათქვამია, რომ საქმე საგამოძიებოკომიტეტს გადაეცა.

აგვისტოში ნავალნის ქვრივმა, იალია ნავალნაიამ განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლება უარს იყო, აღეძრა საქმე მისი ქმრის სიკვდილის ფაქტის გამო.

კრემლის ღია ოპონენტი ნავალნი თებერვალში გარდაიცვალა რუსეთის ჩრდილოეთში, კოლონიაში, დაუდგენელ გარემოებაში.

ის იქ 19 წლიან პატიმრობას იხდიდა ექსტრემიზმში ბრალდებით. ნავალნი ბრალდებას როგორც პოლიტიკურად მოტივირებულს, უარყოფდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG