Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსეი ნავალნის ქვრივმა მიიღო "პირველი და ერთადერთი" ოფიციალური დოკუმენტი ქმრის გარდაცვალების მიზეზისა და გარემოებების შესახებ


იულია ნავალნაია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე. 16 თებერვალი, 2024 წელი. კრემლის ოპონენტის ქვრივმა მიიღო "პირველი და ერთადერთი" ოფიციალური დოკუმენტი ქმრის გარდაცვალების მიზეზისა და გარემოებების შესახებ.
იულია ნავალნაია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე. 16 თებერვალი, 2024 წელი. კრემლის ოპონენტის ქვრივმა მიიღო "პირველი და ერთადერთი" ოფიციალური დოკუმენტი ქმრის გარდაცვალების მიზეზისა და გარემოებების შესახებ.

იულია ნავალნაიამ, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ქვრივმა, 15 აგვისტოს განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლების მიერ მოწოდებული სამგვერდიანი დოკუმენტი არ იძლევა დამაჯერებელ ახსნას მისი ქმრის სიკვდილზე. ალექსეი ნავალნი ექვსი თვის წინ გარდაიცვალა საგანგებო რეჟიმის კოლონია „პოლარულ მგელში“.

ნავალნაიამ YouTube-ით გამოქვეყნებულ ვიდეოში თქვა, რომ მან მიიღო "პირველი და ერთადერთი" ოფიციალური დოკუმენტი ნავალნის გარდაცვალების მიზეზისა და გარემოებების შესახებ.

სამგვერდიან დოკუმენტში ნათქვამია, რომ ეს არ იყო დანაშაულის შედეგი და, შესაბამისად, არანაირი საფუძველი არ არსებობს სისხლის სამართლის გამოძიებისთვის.

ნავალნაიამ, რომელიც ემიგრაციაში ცხოვრობს, განაცხადა, რომ ყველას სურს იცოდეს, რა მოხდა სინამდვილეში: როგორ გარდაიცვალა ნავალნი, ვინ იყო მასთან იმ დროს, რა სამედიცინო დახმარება გაუწიეს. მისი თქმით, “სხვა ბევრი კითხვაა ჰაერში”, როგორიცაა იყო თუ არა მისი გადარჩენის მცდელობები, რატომ არ გადასცეს დიდხანს ცხედარი ოჯახს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG