Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მხოლოდ ერთ დღეში „ქართულ ოცნებას“ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი შესწირეს


პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერები „აგენტების კანონის“ მხარდამჭერ აქციაზე
პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერები „აგენტების კანონის“ მხარდამჭერ აქციაზე

აგვისტოს პირველ რვა დღეში, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ 1,7 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის შემოწირულება მიიღო. ეს თითქმის ხუთჯერ აღემატება დანარჩენი შვიდი პარტიის მიერ მიღებულ თანხას. მონაცემები ხელმისაწვდომია ანტიკორუფციული ბიუროს ვებსაიტზე.

„ქართულმა ოცნებამ“ აგვისტოში ყველაზე მეტი შემოწირულება 8 აგვისტოს მიიღო - თანხის ოდენობა 553 ათასი ლარია.

ამავე პერიოდში, შემოსავლების მიხედვით მეორე ადგილზეა პარტია „ახალი“, რომელიც ბოლო დღეებია რაიონულ ოფისებს ხსნის. ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას პარტიას 225 ათას ლარზე მეტი შესწირეს.

ანტიკორუფციული ბიუროს ვებსაიტი შეფერხებით მუშაობს, ამიტომ წლის განმავლობაში პარტიების მიღებული შემოწირულებების დათვლა შეუძლებელია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG