Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბანკ „ქართუს“ დირექტორმა „ქართულ ოცნებას“ 40 ათასი ლარი შესწირა

„ქართული ოცნების“ ლიდერები (მარცხნიდან) ირაკლი ღარიბაშვილი, ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე

ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი „ბანკი ქართუს“ დირექტორმა ნატო ხაინდრავამ პარტია „ქართულ ოცნებას“ 40 000 ლარი შესწირა. ინფორმაცია გამოქვეყნებულია ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზე.

1 აგვისტოს პარტიას მასავით შესწირეს თანხა გიორგი ჩაკვეტაძემ, მადონა მამაცაშვილი-გაგნიძემ, მანანა ნადირაძემ და მამუკა ფარტენაძემ.

ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია

2012 წლის შემდეგ ნატო ხაინდრავა „ქართულ ოცნებას“ ყოველწლიურად სწირავს თანხას. გამონაკლისი იყო 2015 და 2018 წლები. 2018 წელს მან თანხა პარტიის ნაცვლად შესწირა საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც „ქართული ოცნება“ უჭერდა მხარს.

ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია
ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია

მის მსგავსად გასულ წლებში პარტიისა და სალომე ზურაბიშვილისთვის თანხის შემწირველები იყვნენ მისი მოადგილეები ბექა კვარაცხელია, ზურაბ გოგუა და გივი ლებანიძე.

ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია
ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია
ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია
ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია
ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია
ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია

მხოლოდ აგვისტოში, "ქართულ ოცნებას" 1,7 მილიონ ლარზე მეტი აქვს მიღებული შემოწირულების სახით. პარტიის მიერ წლის განმავლობაში მიღებული თანხების შესახებ ინფორმაციის მოძიებას ართულებს ის, რომ ანტიკორუფციული ბიუროს ვებსაიტი შეფერხებით მუშაობს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG