სრულიად რუსეთის სახელმწიფო ტელერადიოკომპანია იტყობინება, რომ მისი სამხედრო კორესპონდენტი ევგენი პოდდუბნი კურსკის ოლქში დაიჭრა, მაგრამ ცოცხალია და საავადმყოფოში იმყოფება.
როგორც იუწყებიან, მას თავს დაესხა დრონი FPV და ის ამჟამად არის საოლქო საავადმყოფოში, კურსკში.
მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეარხი „ზვეზდა“ იტყობინებოდა, რომ პოდდუბნის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
ომის მხარდამჭერმა არხებმა, რომლებმაც ადრე მისი სიკვდილის შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია, ეს ცნობები აიღეს ან უარყვეს.
დიდ ბრიტანეთში პოდდუბნის წინააღმდეგ სანქციები მოქმედებს.
ფორუმი