Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნანა ლეჟავამ TV24 დატოვა


ნანა ლეჟავა და იმედა დარსალია TV24 -ის პირდაპირ ეთერში
ნანა ლეჟავა და იმედა დარსალია TV24 -ის პირდაპირ ეთერში

ტელეკომპანია TV24 დატოვა არხის დირექტორმა და მთავარი საინფორმაციო გამოშვების თანაწამყვანმა, ნანა ლეჟავამ. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას საინფორმაციო გამოშვების ხელმძღვანელმა, იმედა დარსალიამ დაუდასტურა.

„[გადაწყვეტილება] არ ეხება სარედაქციო პოლიტიკას. მიიღო გადაწყვეტილება, რომ არანაირი ფორმით არ დარჩეს არხზე“, - ამბობს იმედა დარსალია.

საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი რადიო თავისუფლებას უდასტურებს ინფორმაციას, რომ ნანა ლეჟავამ გადაწყვეტილება ფინანსური საკითხების გამო მიიღო, თუმცა უარყოფს, რომ არხის თანამშრომლებს ხელფასის ჩარიცხვასთან დაკავშირებით პრობლემა შეექმნათ:

„პირველი თვის ხელფასი ჩაირიცხა, მეორე თვის დღეს ირიცხება...“

რადიო თავისუფლება ცდილობდა შოთა შალელაშვილთან (რომლის ოჯახსაც ეკუთვნის არხი) და ნანა ლეჟავასთან დაკავშირებას, მათი პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

TV24-მა საცდელი მაუწყებლობა 10 ივნისს დაიწყო. არხი „ქართული ოცნების“ ყოფილ დეპუტატისა და მილიონერი ბიზნესმენის, შოთა შალელაშვილის ოჯახმა დააფუძნა.

ამ დრომდე ეთერში მხოლოდ საინფორმაციო გამოშვებები და ერთი პოლიტიკური ტოქშოუ გადის.

ფორუმი

XS
SM
MD
LG