Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ და როგორ ღებავდა პარტიების, მედიების და არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებს


გასული ერთი თვის განმავლობაში 6 პარტიის, ორი მედიის, ოცამდე არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისის ფასადზე გამოჩნდა წითელი საღებავით დაწერილი უცენზურო და შეურაცხმყოფელი სიტყვები.

ხელისუფლების პროპაგანდა ამტკიცებს რომ ეს აღშფოთებული მოქალაქეების პასუხია სამშობლოს მოღალატეებისთვის - ის ადამიანები კი, ვინც ამ სიძულვილის კამპანიის სამიზნეები გახდნენ, სრულიად დარწმუნებულები არიან რომ ეს იყო ხელისუფლების მხრიდან სამიზნეების მონიშვნა, ოპონენტების დაშინების მცდელობა და აქტიური მოქალაქეების დისკრედიტაციის არც თუ ისე წარმატებული მცდელობა.

ამ ამბავში საგულისხმოა პოლიციის უმოქმედობა. რადიო თავისუფლება CCTV კამერების ჩანაწერებით და ხელისუფლების სამიზნეების მონათხრობით გიყვებათ, როგორ გამოიყებოდა “აგენტის” იარლიყი “აგენტების კანონის” მიღებამდე, ხალხმრავალი პროტესტის პარალელურად.

ფორუმი

XS
SM
MD
LG