Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

5 და 7 წლის ბავშვების გაუპატიურების ბრალდებით 30 წლამდე კაცია დაკავებული


ბრალდებულ კაცს აღკვეთის ღონისძიების სახით უკვე შეეფარდა ორთვიანი პატიმრობა.
ბრალდებულ კაცს აღკვეთის ღონისძიების სახით უკვე შეეფარდა ორთვიანი პატიმრობა.

შიდა ქართლში 5 და 7 წლის ბავშვების გაუპატიურების ბრალდებით 30 წლამდე კაცია დაკავებული.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან რადიო თავისუფლებას, ფაქტი თებერვლის დასაწყისში მოხდა.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ბრალდებული კაცი ბავშვების ნათესავია.

მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით უკვე შეუფარდა ორთვიანი პატიმრობა.

გამოძიება სსკ-ს 137-ე მუხლის მე-4 "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვანის გაუპატიურებას გულისხმობს (დანაშაული ჩადენილი არასრულწლოვანის მიმართ ნდობის, ავტორიტეტული ან გავლენიანი მდგომარეობის გამოყენებით).

დანაშაული 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

თბილისის ადამიანით ვაჭრობის და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2023 წლის პირველ ცხრა თვეში, სექტემბრის ჩათვლით, ცენტრში სქესობრივი დანაშაულის 97 არასრულწლოვანი მსხვერპლის საქმეზე ჩატარდა საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები. მსხვერპლთა უმრავლესობა გოგოა.

* ბავშვთა მიმართ ძალადობის, ჯანმრთელობის, განათლების, სოციალურ და ბავშვთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე უნდა მიმართოთ დახმარების ცხელ ხაზს - 111.

XS
SM
MD
LG