აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 22 თებერვალს შეხვდა კოლონიაში გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ცოლს იულიას და ქალიშვილს, დაშას, კალიფორნიაში, რათა „გამოეხატა გულწრფელი სამძიმარი,“ წერია თეთრი სახლისგანცხადებაში.
შეხვედრაზე ბაიდენმა გამოხატა "აღფრთოვანება ნავალნის სიმამაცით და მისი მემკვიდრეობით კორუფციასთან ბრძოლაში, თავისუფალი და დემოკრატიული რუსეთისთვის, სადაც კანონის უზენაესობა ყველასთვის თანასწორად მოქმედებს,“ - ნათქვამია განცხადებაში.
ბაიდენმა განაცხადა ასევე, რომ 23 თებერვალს აშშ, ნავალნის სიკვდილის, რეპრესიების და უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის საპასუხოდ რუსეთის მიმართ გამოაცხადებს ახალ სანქციებს.