Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იანვარში საქართველოში ფულადი გადმორიცხვები შემცირდა, მეტწილად რუსეთის გამო


საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობით ხუთეულში შედიან იტალია, აშშ, საბერძნეთი და ისრაელი.
საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობით ხუთეულში შედიან იტალია, აშშ, საბერძნეთი და ისრაელი.

2024 წლის იანვარში საქართველოში გადმორიცხული ფულის მოცულობა შემცირდა. გასული წლის იანვართან შედარებით კლება 40,8 პროცენტია. განახლებული მონაცემები საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა.

გადმორიცხვების მოცულობის კლება მეტწილად უკავშირდება რუსეთს, თუმცა ის ჯერ კიდევ რჩება ქვეყანაში ამ გზით შემოსული თანხების წყაროებში პირველ ადგილზე. იანვარში საქართველოში სულ 263,4 მლნ აშშ დოლარი (704.6 მლნ ლარი) გადმორიცხა, საიდანაც თითქმის 26% - 67,64 მილიონი დოლარი რუსეთიდან იყო - ეს 2023 წლის იანვართან შედარებით თითქმის 75%-ით ნაკლებია.

საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობით ხუთეულში შედიან იტალია, აშშ, საბერძნეთი და ისრაელი.

მიმდინარე წლის პირველივე თვეს საქართველოდან საზღვარგარეთ 25.9 მლნ აშშ დოლარი (69.2 მლნ ლარი) გადაირიცხა, რაც 1,5 პროცენტით ნაკლებია გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით.

XS
SM
MD
LG