Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის და პეტერბურგის მახლობლად აფეთქებები იყო


ფოტო არქივიდან. რუსი სამართალდამცავები მოსკოვის ბიზნესცენტრთან, რომელზეც დრონით შეტევა განხორციელდა. 2023 წლის 23 აგვისტო
ფოტო არქივიდან. რუსი სამართალდამცავები მოსკოვის ბიზნესცენტრთან, რომელზეც დრონით შეტევა განხორციელდა. 2023 წლის 23 აგვისტო

გვიან ღამით აფეთქებები იყო რუსეთის დედაქალაქ მოსკოვის და ქალაქ სანქტ-პეტერბურგის მახლობლად. ინფორმაცია თავდაპირველად რუსული ტელეგრამ-არხებით გავრცელდა.

გამთენიისას რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ოფიციალური ცნობა ტრადიციული შინაარსით, რომ „აღკვეთეს კიევის რეჟიმის მცდელობა, თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით ტერორისტული შეტევა განეხორციელებინა ობიექტებზე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე“.

თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ერთი დრონი მოსკოვის ოლქში „გაანადგურეს“, ერთი კი „გზად დაიჭირეს“ ლენინგრადის ოლქში. უკრაინას უპილოტო საფრენი აპარატებით ამ შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის ინფორმაციით, დრონი, რომელიც დედაქალაქისკენ მიფრინავდა, მოსკოვის ოლქის ქალაქ პოდოლსკში ჩამოაგდეს. სობიანინის წინასწარი მონაცემებით, არავინ დაშავებულა და არაფერი დანგრეულა. რუსული სააგენტო „ტასის“ ინფორმაციით, დრონით შეტევის გამო, მუშაობა დროებით შეაჩერა პეტერბურგის საერთაშორისო აეროპორტმა „პულკოვომ“.

რუსეთის სხვადასხვა რეგიონზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა თითქმის ყოველდღე ხდება. გახშირდა სარაკეტო დარტყმებიც, განსაკუთრებით ბელგოროდის ოლქზე.

XS
SM
MD
LG