Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტოლტენბერგი დარწმუნებულია, რომ შვედეთი 2024 წლის ივლისის სამიტზე გახდება ნატოს წევრი


ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ ალიანსი 2024 წელს დაასრულებს თავის რიგებში შვედეთის გაწევრიანების მრავალთვიან პროცესს. 18 თვის განმავლობაში ანკარა სტოკჰოლმისგან ტერორიზმთან დაკავშირებულ დათმობებს ითხოვდა.
გერმანულ DPA-სთან ინტერვიუში განაცხადა და სტოლტენბერგმა გამოთქვა რწმენა, რომ ვაშინგტონის ნატოს ივლისის სამიტზე შვედეთი გახდება ალიანსის ოცდამეორედ წევრი.
ნატოს გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ სტოკჰოლმმა შეასრულა თურქეთის მიმართ ნაკისრი ვალდებულებები.
მაგრამ DPA აღნიშნავს, რომ შეერთებულ შტატებსა და თურქეთს შორის ჯერ კიდევ გრძელდება მოლაპარაკებები f-16 გამანადგურებლების მიწოდების შესახებ შეთანხმებაზე, რასაც ანკარა დამატებით პირობად მიიჩნევს.

  • რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე, შვედეთმა და ფინეთმა ნატოში გაწევრიანება შარშან მოითხოვეს. ნატოს წევრმა თურქეთმა ფინეთის საკითხი დაამტკიცა, მაგრამ უარყოფითად შეხვდა შვედეთის განაცხადს - თურქეთის თანახმად, სტოკჰოლმი იცავს ორგანიზაციებს, რომლებსაც ანკარა ტერორისტებად მიიჩნევს.
  • მიუხედავად იმისა, რომ შვედეთის ნატოში წევრობის რატიფიცირება არც უნგრეთმა მოახდინა, მთავარ დაბრკოლებად თურქეთი განიხილება.
  • გასული წლის ბოლოს, თურქეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომისიამ 26 დეკემბერს დაამტკიცა შვედეთის ნატოში გაწევრიანების განაცხადი, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია დასავლური ალიანსის გაფართოებისკენ 19-თვიანი შეფერხების შემდეგ.
  • შემდეგი ნაბიჯი, როგორც Reuters-ი იტყობინება, სრული საპარლამენტო კენჭისყრაა, რომელზეც საკითხის დადებითად გადაწყვეტას მოელიან. შემდეგ კანონს ხელი პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა უნდა მოაწეროს.
XS
SM
MD
LG