Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
უკრაინაში მასშტაბური განგაში გამოცხადდა შავი ზღვის თავზე რუსული გამანადგურებლის, MiG-31-ის გამოჩენის შემდეგ

უკრაინაში მასშტაბური განგაში გამოცხადდა შავი ზღვის თავზე რუსული გამანადგურებლის, MiG-31-ის გამოჩენის შემდეგ


გამანადგურებელი MiG-31 არის თვითმფრინავი, რომელსაც ჰიპერბგერითი რაკეტა "კინჟალის" ( Х-47м2) გადატანა შეუძლია.
გამანადგურებელი MiG-31 არის თვითმფრინავი, რომელსაც ჰიპერბგერითი რაკეტა "კინჟალის" ( Х-47м2) გადატანა შეუძლია.

26 დეკემბერს, დილის 11 საათის შემდეგ, უკრაინის ყველა რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა.
რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, ეს გამოწვეულია იმით, რომ შავი ზღვის თავზე დაფიქსირდა რუსული გამანადგურებელ-გზაგადამჭრელი თვითმფრინავის, MiG-31k-ის მოძრაობა. ესაა თვითმფრინავი, რომელსაც ჰიპერბგერითი რაკეტა Х-47м2 "კინჟალის" („ხანჯლის“) გადატანა შეუძლია.


შემდგომში უკრაინულმა საჰაერო ძალებმა ზაპოროჟიეს და დნიპროს მიმართულებით რუსული რაკეტის გაშვების შესახებ განაცხადეს.
ბალისტიკური იარაღის გამოყენების საფრთხის გამო დღესვე კიევსა და რიგ რეგიონებში უკვე გამოცხადდა საჰაერო განგაში. დღესვე უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობამ უარყო და დეზინფორმაცია უწოდა ცნობას ყირიმში ორი უკრაინული SU-24-ის ჩამოგდების შესახებ.

"ამ ინფორმაციას, რა თქმა უნდა, ამას არ ვადასტურებ. ისინი (რუსები) თავიანთ ანგარიშებში ყოველდღიურად ჩვენს ხუთ თვითმფრინავს ანადგურებენ“, - განაცხადა სამხედრო-საჰაერო ძალების ოფიციალურმა წარმომადგენელმა იური იგნატმა რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის დილის ეთერში.

XS
SM
MD
LG