Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რიგაში, BBC-ის წვეულებაზე, უცნობმა სასწავლო ხელყუმბარა ისროლა


რიგა, საერთო ხედი
რიგა, საერთო ხედი

რიგაში BBC-ის რუსული სამსახურის ჟურნალისტების მიერ შაბათს გამართულ წვეულებაზე უცნობმა პირმა სასწავლო ხელყუმბარა ისროლა. ამის შესახებ "ნოვაია გაზეტა. ევროპა " და გერმანული „დოიჩე ველე“ თვითმხილველებზე, მათ შორის BBC-ის თანამშრომლებზე, დაყრდნობით იუწყებიან.


ვრცელდება ინფორმაცია, რომ 23 დეკემბრის გვიან საღამოს, როდესაც რიგის ბარში სტუმრები თითქმის არ იყვნენ, გარდა BBC-ის ჟურნალისტებისა, უცნობმა პირმა შიგნით შეიხედა და rgd-5-ის კლასიფიკაციის ყუმბარის სასწავლო ანალოგი ხალხის ფეხებთან, იატაკზე დააგდო.

აფეთქებას გამაყრუებელი ხმა ჰქონდა, მაგრამ არავინ დაშავებულა. სროლის შემდეგ თავდამსხმელი მანქანაში ჩაჯდა და მიიმალა. ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ თავდასხმა მათ პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება, - აღნიშნავს "ნოვაია გაზეტა". ევროპა".

ლატვიის სახელმწიფო პოლიციამ დაადასტურა, რომ 23 დეკემბრის საღამოს რიგაში მდებარე ბარში პიროტექნიკური მოწყობილობა - სასწავლო ხელყუმბარა შეაგდეს. 24 დეკემბრის დილით ორი ეჭვმიტანილი დააკავეს.

დეტალები მათ შესახებ არ არის ცნობილი. მომხდართან დაკავშირებით საქმე აღიძრა ხულიგნობის მუხლით. პოლიციის მიერ მოპოვებული ინფორმაცია აჩვენებს, რომ მოტივი, სავარაუდოდ, პირადი კონფლიქტი იყო, რომელიც ადრე ბარში მოხდა. იგი არ იყო დაკავშირებული BBC-ის ჟურნალისტების ბარში ყოფნასთან. მიმდინარეობს გამოძიება. ამის შესახებ გამოცემა „ დელფი“ წერს.

XS
SM
MD
LG