Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს სახლიდან გატაცებულ 16 წლის გოგოს და მის გამტაცებლებს ეძებს


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

შინაგან საქმეთა სამინისტრო სახლიდან გატაცებულ 16 წლის გოგოსა და მის ექვს გამტაცებელს ეძებს.

შემთხვევა 9 დეკემბერს, საღამოს საათებში ფონიჭალაში მოხდა.

როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით, რაც ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

საკუთარი სახლიდან გატაცებული არასრულწლოვანის მშობლები მედიასთან ამბობენ, რომ მათი ქალიშვილი რამდენიმე თვის წინ დაინიშნა ერთ-ერთ გამტაცებელზე, თუმცა ერთი თვის წინ გოგომ უარი თქვა მომავალ ქორწინებაზე.

მათი თქმით, გამტაცებლები მაშინ შეიჭრნენ, როდესაც ოჯახში მხოლოდ ქალები იყვნენ და გოგო ძალის გამოყენებით გაიყვანეს სახლიდან.

გატაცებული გოგოს მშობლების ცნობითვე, კაცი, რომელმაც მათი არასრულწლოვანი შვილი გაიტაცა, რუსეთის მოქალაქეა.

XS
SM
MD
LG