Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„საქართველოს შეუძლია ევროკავშირის გვერდში დგომის იმედი ჰქონდეს“ - პაველ ჰერჩინსკი


პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში
პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში

პაველ ჰერჩინსკი, საქართველოში ევროკავშირის ელჩი, საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს ულოცავს.

განცხადებაში, რომელსაც ავრცელებს ევროკავშირის ოფისი, წერია, რომ საქართველოს შეუძლია ევროკავშირის გვერდში დგომის იმედი ჰქონდეს:

„ადამიანის უფლებების დაცვა ევროკავშირის საფუძველია. ამ ხედვის რეალობად ქცევის ძალისხმევა ევროკავშირის გაფართოების პროცესის ნაწილია და საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადასადგმელი ცხრა ნაბიჯიდან ერთ-ერთი.

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია ისტორიულია. მას თან ახლავს ადამიანის უფლებების დაცვის (რომელსაც დღეს ვზეიმობთ) გაუმჯობესების პასუხისმგებლობა. შეგიძლიათ ევროკავშირის გვერდში დგომის იმედი გქონდეთ, თქვენი ფუნდამენტური უფლებების დასაცავად“, - წერია განცხადებაში.

10 დეკემბერი, ადამიანის უფლებათა დაცვის დღე, 1948 წლიდან აღინიშნება. ამ დღეს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დეკლარაცია მიიღეს. დეკლარაცია ეხება როგორც სამოქალაქო და პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებებს.

XS
SM
MD
LG