Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებული აფხაზეთი უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს რუსეთთან დე ფაქტო საზღვარზე


 დე ფაქტო საზღვარი ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის
დე ფაქტო საზღვარი ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ „რუსეთის ფედერაციასთან სასაზღვრო ტერიტორიებზე“ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა. ამის მიზეზია 28-30 ნოემბერს რუსეთის ტერიტორიაზე, მეცნიერებისა და ხელოვნების პარკ „სირიუსში“, ახალგაზრდა მეცნიერთა III კონგრესის გამართვა.

გარდა ამისა, დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგზაო ტრანსპორტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის პრევენციის მიზნით, მიმდინარე წლის 28 ნოემბრიდან გაიხსნება საგზაო-საპოლიციო პუნქტი „ხოლოდნაია რეჩკა“.

სირიუსი კრასნოდარის მხარეში ქალაქის ტიპის დასახლებაა. მედიის ცნობით, სავარაუდოდ, ახალგაზრდა მეცნიერთა კონგრესზე სიტყვით გამოვა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.

XS
SM
MD
LG