Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი: დასავლეთს არ შეიძლება ჰქონდეს მონოპოლია ხელოვნურ ინტელექტზე


 ვლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 24 ნოემბერს განაცხადა, რომ დასავლეთს არ უნდა მიეცეს საშუალება, მონოპოლია განავითაროს ხელოვნური ინტელექტის (AI) სფეროში და, რომ უახლოეს ხანში ხელოვნური ინტელექტის განვითარების ბევრად უფრო ამბიციური რუსული სტრატეგია დამტკიცდება, იტყობინება Reuters-ი.

ჩინეთი და აშშ მოწინავე ქვეყნები არიან ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში, რომელიც ბევრი მკვლევრისა და მსოფლიო ლიდერის აზრით, გარდაქმნის მსოფლიოს და მთლიანად შეცვლის საზოგადოებას იმგვარადვე, როგორც ეს კომპიუტერების გავრცელების შემდეგ მოხდა მე-20 საუკუნის ბოლოს.

მოსკოვსაც აქვს ამბიცია გახდეს ხელოვნური ინტელექტის განვითარების სფეროში მოწინავე ქვეყანა, მაგრამ მისი მცდელობა შეფერხდა უკრაინაში ომის გამო, რომელმაც ბევრი ნიჭიერი მეცნიერი აიძულა, დაეტოვებინა რუსეთი, და რასაც მოჰყვა დასავლეთის სანქციები, რამაც შეაფერხა ქვეყანაში მაღალტექნოლოგიური იმპორტი.

მოსკოვში, ხელოვნური ინტელექტისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე, "სბერბანკის" გენერალურ დირექტორთან, გერმან გრეფთან ერთად გამოსვლისას, პუტინმა განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტის აკრძალვა შეუძლებელია და გაფრთხილება გამოთქვა, რომ საშიში და მიუღებელი იქნებოდა იმის დაშვება, რომ დასავლურმა პლატფორმებმა მოიპოვონ მონოპოლია AI-ის ტექნოლოგიაზე. "უახლოეს მომავალში, ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იქნება ის, რომ ხელი მოეწერება პრეზიდენტის ბრძანებულებას და დამტკიცდება ხელოვნური ინტელექტის განვითარების ეროვნული სტრატეგიის ახალი ვერსია", - განაცხადა პუტინმა კონფერენციაზე. მისი თქმით, ახალი სტრატეგია მნიშვნელოვან ცვლილებებს გულისხმობს, მოიცავს "ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების გაფართოებას ხელოვნური ინტელექტისა და დიდი ენობრივი მოდელების სფეროში".

მან თქვა, რომ რუსეთმა უნდა განახორციელოს საკანონმდებლო და საინვესტიციო ცვლილებები ხელოვნური ინტელექტის განვითარების ხელშესაწყობად.

XS
SM
MD
LG