20 ნოემბრის დილას ორი სამოქალაქო პირი დაიღუპა რუსეთის მხრიდან ხერსონში გახსნილი ცეცხლის შედეგად - იუწყება უკრაინის სამხრეთში მდებარე ამ ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი რომან მროჩკო.
როგორც რეგიონის გუბერნატორი ოლექსანდრ პროკუდინი ტელეგრამით წერს, ორი პირი დაიღუპა მაშინ, როცა რუსეთის ძალებმა ცეცხლი გახსნეს ხერსონში მდებარე კერძო სატრანსპორტო კომპანიის კუთვნილ სადგომზე. დაღუპულები მძღოლები იყვნენ.
მანამდე პროკუდინი იუწყებოდა, რომ ღამით ხერსონის საცხოვრებელ უბნებზე სროლის შედეგად დაიჭრა ექვსი პირი, მათ შორის ერთი ბავშვი.